მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Airbnb მოგზაურებს, შვებულების დროს ძლიერი წვიმის გამო, კომპენსაციას გადაუხდის
Airbnb მოგზაურებს, შვებულების დროს ძლიერი წვიმის გამო, კომპენსაციას გადაუხდის

Airbnb მოგზაურებს, შვებულების დროს ძლიერი წვიმის გამო, კომპენსაციას გადაუხდის

BM.GE25 ოქტომბერი, 2026, 00:37|bm.ge

საცხოვრებლის დაჯავშნის გლობალურმა პლატფორმა Airbnb-მ სადაზღვევო გიგანტ Chubb-თან პარტნიორობით ამინდის დაზღვევის ახალი, არჩევითი სერვისი წარადგინა. სიახლის თანახმად, მოგზაურები, რომელთა დასვენებასაც ძლიერი წვიმა დაემთხვევა, ფულად კომპენსაციას მიიღებენ.

პოლისის მიხედვით, მომხმარებელს დღიურად 50-დან 1 000 ევრომდე ანაზღაურება ეკუთვნის. კომპენსაციის მისაღებად აუცილებელია, რომ დღის მონაკვეთში - დილის 08:00-დან საღამოს 20:00 საათამდე - Airbnb-ის საცხოვრებლის ლოკაციაზე საათში სულ მცირე 1.5 მმ ნალექი დაფიქსირდეს. საათების მინიმალური ზღვარი და თანხის კონკრეტული ოდენობა ქვეყნებისა და მიმართულებების მიხედვით განსხვავდება.

პირველ ეტაპზე ახალი ფუნქციით სარგებლობას ევროპის 10 ქვეყნის - ავსტრიის, დანიის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ირლანდიის, ნიდერლანდების, პოლონეთის, ესპანეთისა და შვედეთის - რეზიდენტები შეძლებენ. დაზღვევა ფარავს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ჯავშნებს, თუმცა ის ყველა გეოგრაფიულ მიმართულებაზე არ გავრცელდება.

პროცესი სრულად ავტომატურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს ზარალის დასადასტურებლად მტკიცებულებებისა და ბიუროკრატიული დოკუმენტების წარდგენა არ მოუწევს. სისტემა რეალურ დროში ეყრდნობა ისეთ მონაცემთა ბაზებს, როგორიცაა NASA, საშუალოვადიანი ამინდის პროგნოზების ევროპული ცენტრი (ECMWF) და აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაცია (NOAA). კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მომხმარებელს თანხის ჩარიცხვის შესახებ შეტყობინება ავტომატურად ეგზავნება.

„წვიმამ შესაძლოა ჩრდილი მიაყენოს მოგზაურობას, თუმცა ამინდმა მთლიანი შთაბეჭდილება არ უნდა გააფუჭოს. Chubb-თან თანამშრომლობით დანერგილი მექანიზმი სტუმრებს საშუალებას მისცემს, წვიმის შემთხვევაში თანხის ნაწილი დაიბრუნონ, ნაკლები იდარდონ შეფერხებაზე და მეტი სიამოვნება მიიღონ მოგზაურობისგან“, - განაცხადა Airbnb-ის სადაზღვევო მიმართულებისა და AirCover-ის დირექტორმა, ჯასტინ ბრაუზმა.

ტურისტულ ინდუსტრიაში ამინდის პარამეტრული დაზღვევა სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. Airbnb-მდე მსგავსი მოდელი 2022 წელს დაფუძნებულმა სტარტაპმა WeatherPromise-მაც დანერგა - კომპანია მოგზაურებს ხარჯებს ავტომატურად უნაზღაურებს იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულების ადგილზე წინასწარ განსაზღვრულ ნორმაზე მეტი ნალექი მოვა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Ryanair-ის ხელმძღვანელი ევროპის ისტორიაში ავიაბილეთების ყველაზე დიდ გაძვირებას პროგნოზირებს

Ryanair-ის ხელმძღვანელი ევროპის ისტორიაში ავიაბილეთების ყველაზე დიდ გაძვირებას პროგნოზირებს

BM.GE

"მოგების მარჟის 5.4%-დან 4%-მდე შემცირება ქსელური მარკეტებისთვის "დანის პირზე სიარულია"|ინტერვიუ

"მოგების მარჟის 5.4%-დან 4%-მდე შემცირება ქსელური მარკეტებისთვის "დანის პირზე სიარულია"|ინტერვიუ

BM.GE

"სუბსიდირების არსებული სქემა დარგის ხელოვნურ სუნთქვაზე დასმაა" - რაჭველი მეღვინე

"სუბსიდირების არსებული სქემა დარგის ხელოვნურ სუნთქვაზე დასმაა" - რაჭველი მეღვინე

BM.GE

რომელი ქვეყნები ლიდერობენ დიზელის წარმოებაში? - TOP 10

რომელი ქვეყნები ლიდერობენ დიზელის წარმოებაში? - TOP 10

BM.GE