მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. AirTrunk-მა იაპონიის მონაცემთა ცენტრში $1 მილიარდის ინვესტიცია ჩადო
AirTrunk-მა იაპონიის მონაცემთა ცენტრში $1 მილიარდის ინვესტიცია ჩადო

AirTrunk-მა იაპონიის მონაცემთა ცენტრში $1 მილიარდის ინვესტიცია ჩადო

BM.GE8 ოქტომბერი, 2026, 04:10|bm.ge

Blackstone-ის მხარდაჭერით მოქმედმა კომპანია AirTrunk-მა იაპონიაში მონაცემთა ცენტრის გასაფართოებლად დამატებით $1 მილიარდის ინვესტიცია განახორციელა.

როგორც ირკვევა, ფინანსური რესურსი ქალაქ ინზაიში მდებარე 300 მეგავატზე მეტი სიმძლავრის მქონე კამპუსში ხელოვნური ინტელექტის სამუშაო დატვირთვის უზრუნველსაყოფად თხევადი გაგრილების ტექნოლოგიის დანერგვას მოხმარდება.

აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო გეგმის განსახორციელებლად კომპანიამ $1 მილიარდის მოცულობის სესხი მოიზიდა. მისი მთავარი პარტნიორები კი ამ პროცესში Sumitomo Mitsui Banking Corp-ი, MUFG Bank-ი და United Overseas Bank-ი გახდნენ.

AirTrunk-ის აღმასრულებელი დირექტორის, რობინ ხუდას განცხადებით, TOK1 იაპონიაში იქნება პირველი მონაცემთა ცენტრი, სადაც ხელოვნური ინტელექტის ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურა ამოქმედდება.

ცნობისთვის, AirTrunk-ი არის ჰიპერმასშტაბური მონაცემთა ცენტრების საერთაშორისო ოპერატორი, რომლის საკონტროლო პაკეტსაც საინვესტიციო გიგანტი Blackstone-ი ფლობს. კომპანიის მფლობელობაში არსებული TOK1-ის კამპუსი იაპონიაში ციფრული ეკოსისტემის ერთ-ერთ უმსხვილეს ცენტრად მიიჩნევა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია მიიღო

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია მიიღო

BM.GE

რატომ შეაჩერა Google-მა ფინეთში მონაცემთა ცენტრების მშენებლობა?

რატომ შეაჩერა Google-მა ფინეთში მონაცემთა ცენტრების მშენებლობა?

BM.GE

OpenAI-მ $30-მილიარდიანი დაფინანსების მოსაზიდად მოლაპარაკებები საამიროებთან დაიწყო

OpenAI-მ $30-მილიარდიანი დაფინანსების მოსაზიდად მოლაპარაკებები საამიროებთან დაიწყო

BM.GE

რას მოიცავს Black Hills-ისა და Google-ის $1.8 მილიარდიანი გარიგება?

რას მოიცავს Black Hills-ისა და Google-ის $1.8 მილიარდიანი გარიგება?

BM.GE