მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "აკ-ეართან" ხელშეკრულება კიდევ გახანგრძლივდა - რამდენით გაუძვირდა სახელმწიფოს შიდა ფრენები?
"აკ-ეართან" ხელშეკრულება კიდევ გახანგრძლივდა - რამდენით გაუძვირდა სახელმწიფოს შიდა ფრენები?

"აკ-ეართან" ხელშეკრულება კიდევ გახანგრძლივდა - რამდენით გაუძვირდა სახელმწიფოს შიდა ფრენები?

BM.GE3 აგვისტო, 2026, 18:41|bm.ge

შიდა ფრენებზე სახელმწიფომ აკ-ეარს ხელშეკრულება კიდევ გაუხანგრძლივა. შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, აეროპორტების გაერთიანებამ შპს „აკ-ეარ ჯორჯიასთან“ 2018 წლის სექტემბერში დადებული ხელშეკრულება ისევ გაახანგრძლივა, ამჯერად 2026 წლის 31 დეკემბრამდე, თუმცა განახლებული ხელშეკრულებით შიდა ფრენები საავიაციო საწვავის გაძვირების გამო, მთავრობას 6.5%-ით გაუძვირდა.

თუმცა როგორც „აკ-ეარ ჯორჯიას“ ფინანსურმა და ადმინისტრაციულმა მენეჯერმა ირინა მღებრიშვილმა BMG-ის უთხრა, მომხმარებლისთვის ბილეთის ფასი და მიმართულებები არ იცვლება.

"შესასრულებელი რეისის ღირებულების გაზრდა განპირობებულია საერთაშორისო და მათ შორის, საქართველოს ბაზარზე, საავიაციო საწვავის ფასის არსებითი ზრდით (დაახლოებით 200%–ით) და საწვავის ფასის მზარდი ტენდენციის შენარჩუნების პირობებში, მიმწოდებელისთვის შეუძლებელს ხდის არსებული ფასით მომსახურების მოწოდებას", - აღნიშნულია დოკუმენტში.

აღსანიშნავია, რომ მთავრობამ საწვავის ფასთან დაკავშირებით ე.წ ჩამკეტი მექანიზმიც აამოქმედა. კერძოდ, შეთანხმების მიხედვით, გაზრდილი ტარიფები 2026 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუ ნატახტარის აეროდრომზე საავიაციო საწვავის 1 ლიტრის ფასი 2.40 ლარს გადააჭარბებს. იმ შემთხვევაში, თუ საწვავის ფასი 2.40 ლარს არ აღემატება, ანაზღაურება წინა პერიოდის ტარიფით განხორციელდება.

"2.40 ლარს ზემოთ თუ იქნება ფასი მანამდე იმოქმედებს ეს [განახლებული ტარიფი]. როგორც კი საწვავის ფასი ჩამოსცდება 2.40 ლარს (1 ლიტრი) ძველ ფასს დაუბრუნდება სახელმწიფოსთვის შესყიდვა. ჩვენი პირობაც ეს იყო და ამაზე შევთანხმდით", - ამბობს მღებრიშვილი.

წინა კონტრაქტთან შედარებით გაზრდილია ტარიფები შიდა ფრენებზე, თუმცა შემცირებულია რეისების სავარაუდო რაოდენობა.

აქამდე მოქმედი ტარიფები და რეისების საორიენტაციო რაოდენობა:

ჯამში შიდა ფრენები სახელმწიფოს 20 248 800 დოლარი უჯდება, თუმცა როგორც კომპანიის წარმომადგენელი განმარტავს, ეს თანხა წლების მიხედვით ნაწილდება და ახალი, გაძვირებული რეისებიც აქედან დაიფარება. თუმცა მღებრიშვილი ამბობს, რომ მგზავრისთვის ბილეთის საფასური იგივე დარჩა,

რაც შეეხება ფასებს, ნატახტარი-მესტიის ფასი 90 ლარია, ნატახტარი-ამბროლაურის რეისის ფასი კი 50 ლარს შეადგენს. ნატახტრიდან-ბათუმში გაფრენა 125 ლარი ღირს, ხოლო მესტია-ქუთაისის რეისის ფასი 50 ლარს შეადგენს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნარმანია ადასტურებს, რომ დავით ვარდიაშვილი სსე-ის დირექტორის მოვალეობას ასრულებს

ნარმანია ადასტურებს, რომ დავით ვარდიაშვილი სსე-ის დირექტორის მოვალეობას ასრულებს

BM.GE

„დოიჩე ველემ“ ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა

„დოიჩე ველემ“ ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა

BM.GE

15-წუთიანი ქალაქის კონცეფცია: ურბანული ცხოვრების ტრანსფორმაცია

15-წუთიანი ქალაქის კონცეფცია: ურბანული ცხოვრების ტრანსფორმაცია

BM.GE

ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ  APP-ში

ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ  APP-ში

BM.GE