მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დღეს 312 მოქმედი პროექტი გვაქვს, რომლის სიმძლავრე 6000 მეგავატია - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე
დღეს 312 მოქმედი პროექტი გვაქვს, რომლის სიმძლავრე 6000 მეგავატია - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

დღეს 312 მოქმედი პროექტი გვაქვს, რომლის სიმძლავრე 6000 მეგავატია - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

BM.GE17 სექტემბერი, 2026, 22:47|bm.ge

"დღეს 312 აქტიური, მოქმედი პროექტია, რაც ფაქტობრივად 6000 მეგავატ სიმძლავრეს გულისხმობს", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ინგა ფხალაძემ "იმედზე" განაცხადა.

მისივე თქმით, ენერგოსექტორი მხოლოდ ერთი მიმართულებით არ განვითარდება და აქცენტი დივერსიფიკაციაზე გაკეთდება.

"აქედან 1530 მეგავატი ჰიდრო, 2340 მეგავატი ქარის, ხოლო 2090 მეგავატი მზის ენერგიაა. ეს ნიშნავს, რომ საქართველო საკუთარი ენერგეტიკული პოტენციალის რეალიზაციისას მხოლოდ ერთი წყაროს განვითარებით არ შემოიფარგლება.

დიდი ჰესები ძალიან მნიშვნელოვანია სისტემის სტაბილურობისთვის. საქართველოს პოტენციალი ჰიდრორესურსების თვალსაზრისით ძალიან მაღალია. როგორც ცნობილია, დღევანდელი გენერაციის 80% სწორედ ჰიდრორესურსებზე მოდის. შესაბამისად, სისტემის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია მისი დივერსიფიკაცია.

დივერსიფიკაცია სხვა წყაროების კერძოდ მზისა და ქარის ენერგიის განვითარებას გულისხმობს. როგორც უკვე აღვნიშნე, პროცენტულად ყველაფერი თანაბრად გვაქვს გადანაწილებული, თუმცა ჰიდრორესურსების არსებული პოტენციალი, რა თქმა უნდა, ჭარბობს, რადგან დღემდე გენერაციის ძირითადი წილი სწორედ მათზე მოდიოდა.

დიდი ჰესების წვლილი გენერაციაში მხოლოდ საინჟინრო მნიშვნელობით არ განისაზღვრება; აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ სისტემის სტაბილურობას ის ჰესები უზრუნველყოფენ, რომლებსაც რეზერვუარები აქვთ.

ვინაიდან ჩვენი გენერაცია სეზონურია, ხოლო ჰიდროგენერაციის 80% მოდინებაზე აშენებულ ჰესებზე მოდის, პიკურ საათებში მოხმარების დაკმაყოფილებისა და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებისთვის დიდი ჰესების არსებობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია", - განაცხადა ფხალაძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 170 სტატია.

  • ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ატანას პეკანოვს შეხვდარუსთავი 2
  • ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდატვ პირველი
  • პენიტენციურის გენერალურმა დირექტორმა მინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართაფორმულა
  • 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, ნიშნავს, რომ კორუფციისკენ უბიძგებ – კობახიძენეტგაზეთი
მინისტრი →პროექტი →

მსგავსი სტატიები

[რეგულაციის გამკაცრება] მომხმარებლების ნაწილის მისოებში ლომბარდების მიმართულებით გადადინებას გამოიწვევს - "ევროკრედიტი"

[რეგულაციის გამკაცრება] მომხმარებლების ნაწილის მისოებში ლომბარდების მიმართულებით გადადინებას გამოიწვევს - "ევროკრედიტი"

BM.GE

უგზოობა და საცობები გუდაურში - მოუსწრებს თუ არა ინფრასტრუქტურული პრობლემები ზამთრის სეზონს|GMRBA

უგზოობა და საცობები გუდაურში - მოუსწრებს თუ არა ინფრასტრუქტურული პრობლემები ზამთრის სეზონს|GMRBA

BM.GE

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

BM.GE

შარშან ბებიების მოქსოვილი რეკორდული რაოდენობის ქუდები გაიყიდა - როგორ ვითარდება სოციალური საწარმო "ბებიას"?

შარშან ბებიების მოქსოვილი რეკორდული რაოდენობის ქუდები გაიყიდა - როგორ ვითარდება სოციალური საწარმო "ბებიას"?

BM.GE