მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი საქართველოს ტურიზმის კერძო სექტორს შეხვდა
გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი საქართველოს ტურიზმის კერძო სექტორს შეხვდა

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი საქართველოს ტურიზმის კერძო სექტორს შეხვდა

BM.GE17 სექტემბერი, 2026, 23:19|bm.ge

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, შაიხა ალ ნუვაისმა ტურიზმის კერძო სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ტურისტული შესაძლებლობები, სექტორის განვითარების პერსპექტივები და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ტურისტული პროდუქტების პოზიციონირების საკითხები განიხილეს.

შეხვედრის ფარგლებში: საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ მონაწილეებს ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო გააცნო.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დეპარტამენტის დირექტორმა კორდულო ვოლმუთერმა გლობალურ დონეზე ტურიზმის სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

კერძო სექტორის წარმომადგენელთა შეფასებით, მსგავსი მაღალი დონის ვიზიტები და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის უკეთ წარმოსაჩენად.

შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი უძღვებოდა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, ესპანეთში საქართველოს ელჩი ალექსანდრე ჭკუასელი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, საქართველოს ტურიზმის ასოციაციისა და სხვადასხვა სასტუმროს წარმომადგენლები.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თელავის აეროპორტისა და რკინიგზის განვითარება - რას შეცვლის ინფრასტრუქტურული პროექტები კახეთისთვის

თელავის აეროპორტისა და რკინიგზის განვითარება - რას შეცვლის ინფრასტრუქტურული პროექტები კახეთისთვის

BM.GE

რატომ იცვლება გაზის ტარიფი მოხმარების მიხედვით? - გია არაბიძის ვარაუდი

რატომ იცვლება გაზის ტარიფი მოხმარების მიხედვით? - გია არაბიძის ვარაუდი

BM.GE

"ევროპის ქვეყნებში სოციალურ საწარმოებს შეღავათები აქვთ, საქართველოში არა" - რა გამოწვევების წინაშეა "ბებიას"?

"ევროპის ქვეყნებში სოციალურ საწარმოებს შეღავათები აქვთ, საქართველოში არა" - რა გამოწვევების წინაშეა "ბებიას"?

BM.GE

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

BM.GE