მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ახალ პატრიარქს გაფართოებულ კრებაზე 11 მაისს აირჩევენ
ახალ პატრიარქს გაფართოებულ კრებაზე 11 მაისს აირჩევენ

ახალ პატრიარქს გაფართოებულ კრებაზე 11 მაისს აირჩევენ

BM.GE7 მაისი, 2026, 19:42|bm.ge

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება 2026 წლის 11 მაისს, 13:00 საათზე ჩაინიშნა. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კრება თბილისში, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გაიმართება. საორგანიზაციო და ტექნიკური დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

28 აპრილს გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე მღვდელმთავრებმა პატრიარქობის სამი კანდიდატი შეარჩიეს, რომლებიც გაფართოებულ კრებაზე წარდგებიან:

• მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) - კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი (სინოდზე მიიღო 20 ხმა); • მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) - მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი (სინოდზე მიიღო 7 ხმა); • მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) - ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი (სინოდზე მიიღო 7 ხმა).

როგორ ირჩევენ პატრიარქს?

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის წესი 1995 წელს მიღებული ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით რეგულირდება.

კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება მხოლოდ მღვდელმთავრებს აქვთ.

არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს (50% + 1 ხმა) დააგროვებს.

თუ პირველ ტურში ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმათა საჭირო რაოდენობას, ტარდება ხელმეორე კენჭისყრა. მასში მონაწილეობას ის ორი კანდიდატი მიიღებს, რომლებმაც პირველ ტურში საუკეთესო შედეგი აჩვენეს.

მოქმედი დებულება 1995 წლის 18-19 სექტემბერს, სვეტიცხოვლის ტაძარში გამართულ საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ მე-13 კრებაზეა მიღებული.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE