მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ახალ ვებგვერდზე შესაძლებელი იქნება ნახო რომელი ტრასა/საბაგირო არის გახსნილი და რა სირთულისაა ეს ტრასები - დარსალია
ახალ ვებგვერდზე შესაძლებელი იქნება ნახო რომელი ტრასა/საბაგირო არის გახსნილი და რა სირთულისაა ეს ტრასები - დარსალია

ახალ ვებგვერდზე შესაძლებელი იქნება ნახო რომელი ტრასა/საბაგირო არის გახსნილი და რა სირთულისაა ეს ტრასები - დარსალია

BM.GE12 სექტემბერი, 2026, 02:00|bm.ge

„ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე გვაქვს. ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, რომელიც ძალიან მალე სატესტო რეჟიმში ჩაეშვება", - ამის შესახებ მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დარსალიამ განაცხადა.

მისივე თქმით, განახლებულ ვებგვერდზე დამსვენებლებს შესაძლებლობა ექნებათ მთის ინტერაქციული რუკები ნახონ და ასევე გაიგონ თუ რომელი ტრასა და საბაგირო არის გახსნილი.

„ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე გვაქვს. ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, რომელიც ძალიან მალე სატესტო რეჟიმში ჩაეშვება. ამ პლატფორმაზე მოთხილამურისა და დამსვენებლისთვის იქნება მიწოდებული ყველანაირი ინფორმაცია, მათ შორის წარმოდგენილი იქნება მთის ინტერაქციული რუკები, სადაც პოტენციური დამსვენებელი შეძლებს ნახოს, თუ რომელი ტრასა და საბაგირო არის გახსნილი, რა სიგრძისა და სირთულისაა ტრასები - მიიღოს ყველანაირი დეტალური ინფორმაცია. მათ შორის, ე.წ ლაივკამერებით შეძლებს კურორტისთვის თვალყურის დევნებას. ეს ვებგვერდი უკვე მუშავდება და სეზონის დაწყებამდე სატესტო რეჟიმში გაეშვება“, - ამბობს დარსალია.

მისივე თქმით, „ემ თი ეი“-მ წელს გუდაურში დამწყები მოთხილამურეებისთვის სასრიალო არეალის განვითარება გადაწყვიტა. კერძოდ, 2026-2027 წლის ზამთრის სეზონისთვის ორი ახალი ბიგელის ტიპის საბაგირო - ჯამური სიგრძით 1 400 მეტრი - და 200-მეტრიანი მოძრავი ხალიჩა დამონტაჟდება.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ აპლიკაციის შექმნაზეც და მისი მეშვეობით გვინდა, რომ მომავალი სეზონისთვის დავნერგოთ ციფრული აბონემენტის პროდუქტი. შესაბამისად, „ემ თი ეი“-ს ამ აპლიკაციის მეშვეობით დამსვენებელს შესაძლებლობა ექნება, სერვისები, რომლებიც ვებგვერდზეა, ბევრად უფრო მოხერხებულად გამოიყენოს“, - აცხადებს დარსალია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ევროკავშირი უკრაინას 6.1 მილიარდ ევროს გამოუყოფს - თანხა Patriot-ის რაკეტების შეძენასაც მოხმარდება

ევროკავშირი უკრაინას 6.1 მილიარდ ევროს გამოუყოფს - თანხა Patriot-ის რაკეტების შეძენასაც მოხმარდება

BM.GE

"სომხეთი ორბიტაზე მინიმუმ 3 თანამგზავრს გაუშვებს" - ფაშინიანი

"სომხეთი ორბიტაზე მინიმუმ 3 თანამგზავრს გაუშვებს" - ფაშინიანი

BM.GE

13 პროდუქტის ღირებულება 45-დან 37 ლარამდე შემცირდა - რა ეფექტი აქვს eKalata.gov.ge-ს? | სააგენტოს შეფასება

13 პროდუქტის ღირებულება 45-დან 37 ლარამდე შემცირდა - რა ეფექტი აქვს eKalata.gov.ge-ს? | სააგენტოს შეფასება

BM.GE

ბრიტანეთის მშპ ბოლო 18 თვის განმავლობაში რეკორდულად, 1.6%-ით გაიზარდა

ბრიტანეთის მშპ ბოლო 18 თვის განმავლობაში რეკორდულად, 1.6%-ით გაიზარდა

BM.GE