მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როგორია მოლოდინები აშშ-ის შუალედური არჩევნების მიმართ?
როგორია მოლოდინები აშშ-ის შუალედური არჩევნების მიმართ?

როგორია მოლოდინები აშშ-ის შუალედური არჩევნების მიმართ?

BM.GE27 ოქტომბერი, 2026, 04:42|bm.ge

აშშ-ის კონგრესის მოახლოებული შუალედური არჩევნების წინ დემოკრატიული პარტია წარმომადგენელთა პალატასა და სენატში რესპუბლიკელებს უსწრებს.

The Economist-ისა და YouGov-ის ერთობლივი სოციოლოგიური კვლევის თანახმად, ქვედა პალატის არჩევნებში დემოკრატებს მხარს რესპონდენტთა 46% უჭერს, ხოლო რესპუბლიკელებს 39% ემხრობა. რაც შეეხება სენატს, მის არჩევნებში პარტიებს შორის სხვაობა 5 პროცენტულ პუნქტამდე მცირდება.

გამოკითხვის თანახმად, ზედა პალატაში დემოკრატ კანდიდატებს ხმას ამომრჩეველთა 45% აძლევს, ხოლო რესპუბლიკელებს მხარს 40% უჭერს.

როგორც მედია წერს, ეს მონაცემები საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატაში დემოკრატების უმრავლესობის დაბრუნების მაღალ ალბათობაზე მიუთითებს.

აღსანიშნავია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ამერიკულ საზოგადოებაში მომავლისადმი პესიმისტური განწყობები მკვეთრად გაიზარდა. ათი წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით, საკუთარი მომავლის მიმართ პესიმიზმს რესპონდენტთა 48% გამოხატავს, ხოლო ოპტიმიზმს მხოლოდ 23% ინარჩუნებს.

გამოკითხულთა 70%-ის შეფასებით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები კონტროლს აღარ ექვემდებარება, 66%-ის აზრით კი სახელმწიფო არასწორი მიმართულებით ვითარდება. როგორც ირკვევა, საზოგადოებრივი უკმაყოფილების მთავარ ფაქტორებად პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკა და ეკონომიკური გამოწვევები სახელდება.

მოქალაქეთა 34% ქვეყნის უმთავრეს პრობლემად ინფლაციას მიიჩნევს, პრეზიდენტის მიერ ფასების მართვის პოლიტიკას კი გამოკითხულთა 67% უარყოფითად აფასებს. ამას გარდა, სახელმწიფოს მეთაურის შეფასებისას რესპონდენტები კორუფციასა და საფრთხის შემცველ ნაბიჯებს გამოყოფენ.

პრეზიდენტის საქმიანობას ეფექტიანად გამოკითხულთა მხოლოდ 28% აფასებს, ხოლო მის პატიოსნებას 23% ენდობა. ამერიკელთა ყურადღება უმეტესად შიდა პრობლემებს ეთმობა, საგარეო პოლიტიკას კი პრიორიტეტულ თემად მხოლოდ 6% ასახელებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: არჩევნები

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 60 სტატია.

  • გორდულაძე: 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე საქართველოში ჩატარდა 9 მორიგი საყოველთაო არჩევნები, ოპოზიციამ არჩევნების შედეგებისა და არჩეული პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე უარი თქვა და ამ გზით სახელმწიფოს წინააღმდეგ მუდმივად საბოტაჟის რეჟიმში არიანრუსთავი 2
  • ლულა და სილვამ ბრაზილიის არჩევნების მეორე ტურში ფლავიო ბოლსონარუ დაამარცხაფორმულა
  • სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - ვუჩიჩის პარტიას სტუდენტური მოძრაობა უპირისპირდებატვ პირველი
  • პუტინი მზადაა, გასცეს მითითება, არ დაარტყან უკრაინას არჩევნების დღეს – პესკოვინეტგაზეთი
არჩევნები →

მსგავსი სტატიები

რა სკანდალში გაეხვია HSBC-ის ისლამური ფონდი?

რა სკანდალში გაეხვია HSBC-ის ისლამური ფონდი?

BM.GE

ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა, იგი გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის სამიტს დაესწრება

ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა, იგი გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის სამიტს დაესწრება

BM.GE

დიდი ვალების გამო, ილონ მასკი 200-მდე AI-კომპანიის გაკოტრებას პროგნოზირებს

დიდი ვალების გამო, ილონ მასკი 200-მდე AI-კომპანიის გაკოტრებას პროგნოზირებს

BM.GE

რამდენი ომი დაასრულა დონალდ ტრამპმა რეალურად?

რამდენი ომი დაასრულა დონალდ ტრამპმა რეალურად?

BM.GE