მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ახალი 70,000-ადგილიანი სტადიონის მშენებლობისთვის მიწების ექსპროპრიაცია გრძელდება
ახალი 70,000-ადგილიანი სტადიონის მშენებლობისთვის მიწების ექსპროპრიაცია გრძელდება

ახალი 70,000-ადგილიანი სტადიონის მშენებლობისთვის მიწების ექსპროპრიაცია გრძელდება

BM.GE3 ივნისი, 2026, 14:37|bm.ge

ეკონომიკის სამინისტრომ მუნიციპალური განვითარების ფონდს, თბილისში აეროპორტის გადასახვევთან მიწის ექსპროპრიაციის უფლება მიანიჭა - ამას ითვალისწინებს საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული ბრძანება. დოკუმენტის თანახმად, იძულების წესით მიწის გამოსყიდვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ 525 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს ეხება. აღნიშნულ არეალში უკვე გამოსყიდულია ტერიტორიის ძირითადი ნაწილი, რაც შავი ზღვის უნივერსიტეტის მშენებარე კამპუსს მოიცავდა, რომლის ფართობიც 101,000 კვადრატულ მეტრს შეადგენდა, ახლა კი ტერიტორიის გარშემო ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებული ნაკვეთების გამოსყიდვა გრძელდება.

ბრძანების მიხედვით, პროექტი ჩაითვალა აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებად, რის საფუძველზეც კომპანიას შეუძლია კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნაწილობრივი ჩამორთმევა.

"ქ. თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე (ლუგარის კვლევით ცენტრსა და შავი ზღვის უნივერსიტეტს შორის), უეფას მეოთხე კატეგორიის 70000-მაყურებლიანი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სსიპ ,,მუნიციპალური განვითარების ფონდს“ მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ, ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ, ქალაქ თბილისში, შალვა ლოლაძის II გასასვლელშიб №8-ში მდებარე 525 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს.კ N01.19.25.001.338) სრულად." - ნათქვამია ბრძანებაში.

კანონის მიხედვით, ექსპროპრიაციის შემთხვევაში საკუთრების ჩამორთმევა შესაძლებელია მხოლოდ სამართლიანი და წინასწარი ანაზღაურების საფუძველზე. თუ მხარეები კომპენსაციის ოდენობაზე ვერ შეთანხმდებიან, დავა სასამართლოში გადაწყდება.

ცნობისთვის, მთავრობამ 70,000 მაყურებელზე გათვლილი ახალი სტადიონის აშენებისთვის 876 მილიონი ლარის ღირებულების საერთაშორისო ტენდერი გასული წლის აგვისტოში გამოაცხადა, თუმცა წინადადებების მიღების შემდეგ, მუნიციპალური განვითარების ფონდმა განაცხადა, რომ მოხდებოდა აღნიშნული ტენდერის ანულირება და მომავალში ტენდერი თავიდან გამოცხადდებოდა, ხოლო 2026 წლის ბიუჯეტში კი პროექტის მშენებლობა გათვალისწინებული აღარაა. თუმცა, მასზე მიწის გამოსყიდვის სამუშაოები კვლავ გრძელდება.

ახალი სტადიონის საპროექტო ტერიტორია:

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მშობლებთან შეხვედრა ნაყოფიერი იყო, თუმცა გადაწყვეტილებამდე მუშაობაა საჭირო - სარჯველაძე

მშობლებთან შეხვედრა ნაყოფიერი იყო, თუმცა გადაწყვეტილებამდე მუშაობაა საჭირო - სარჯველაძე

BM.GE

"ბაზისბანკი" "ლიბერთის" მინორიტარებისგან აქციების 4%-ის გამოსყიდვაზე ₾28 მილიონს დახარჯავს, აქციაზე 15.8 თეთრს

"ბაზისბანკი" "ლიბერთის" მინორიტარებისგან აქციების 4%-ის გამოსყიდვაზე ₾28 მილიონს დახარჯავს, აქციაზე 15.8 თეთრს

BM.GE

"კვერცხი ჯერჯერობით არ გაგვიძვირებია. მოლოდინები ძალიან რთულია" - ასოციაცია

"კვერცხი ჯერჯერობით არ გაგვიძვირებია. მოლოდინები ძალიან რთულია" - ასოციაცია

BM.GE

ნატოს გენმდივანი რუტე კიევში დაუგეგმავი ვიზიტით ჩავიდა - Ukrzaliznytsia

ნატოს გენმდივანი რუტე კიევში დაუგეგმავი ვიზიტით ჩავიდა - Ukrzaliznytsia

BM.GE