მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ახალი ესპანური ბრენდი ბათუმში - Occidental Hotels & Resorts „იელთი ჯგუფისგან"
ახალი ესპანური ბრენდი ბათუმში - Occidental Hotels & Resorts „იელთი ჯგუფისგან"

ახალი ესპანური ბრენდი ბათუმში - Occidental Hotels & Resorts „იელთი ჯგუფისგან"

BM.GE24 ივნისი, 2026, 14:59|bm.ge

ბათუმში ახალი ესპანური ბრენდის Occidental Hotels & Resorts-ის სასტუმრო გაიხსნება. პროექტი „იელთი ჯგუფისა“ და Barceló Hotel Group-ის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს მზარდ როლს საერთაშორისო სასტუმრო და საინვესტიციო ბაზარზე.

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ოფიციალურად გაფორმებული ხელშეკრულებით, „იელთი ჯგუფს“ ესპანური სასტუმრო ქსელის, Barceló Hotel Group-ის წამყვანი ქვებრენდი - Occidental Hotels & Resorts საქართველოში შემოჰყავს. სასტუმრო ბათუმის ახალ ბულვარში, მულტიფუნქციურ კომპლექს „იელთი კვარტალში“ განთავსდება. ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია რეგიონის ტურისტული და უძრავი ქონების სექტორისთვის. Occidental-ის ბრენდი ცნობილია თავისი ფუნქციონალურობითა და კომფორტით. პროექტის მართვაზე Barceló Hotel Group-ის მენეჯმენტი იზრუნებს და მართვისა და მომსახურების ევროპულ ხარისხს უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ „იელთი ჯგუფი“ Barceló Hotel Group-თან უკვე 2024 წლიდან წარმატებულად თანამშრომლობს ექსკლუზიური პარტნიორის სტატუსით, რომლის ფარგლებშიც თბილისის შუაგულში მასშტაბური პროექტი - „ესპანური კვარტალი“შენდება.

Barceló Hotel Group-ის განვითარების ისტორია ნათლად აჩვენებს, რომ მდგრადი ზრდა, ოპერაციული სრულყოფილება და უწყვეტი ინოვაცია გრძელვადიანი წარმატების მთავარი მამოძრავებელი ძალებია. მსოფლიოს წამყვან სასტუმრო მმართველ კომპანიად (World's Leading Hotel Management Company) ზედიზედ მეხუთედ დასახელება მხოლოდ მორიგი ჯილდო არ არის, ეს არის იმ კორპორაციული კულტურის აღიარება, რომელიც ეფუძნება ხარისხს, სტუმრის გამოცდილებას, ღირებულების შექმნასა და გრძელვადიან ხედვას.

Barceló Hotel Group-ის საერთაშორისო რეპუტაციისა და ოპერაციული ექსპერტიზის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დადასტურებაა Kempinski Group-თან სტრატეგიული პარტნიორობა. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, Barceló უზრუნველყოფს Kempinski-ის პორტფელში შემავალი უმაღლესი კლასის სასტუმროების კომერციულ და ოპერაციულ მართვას. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბრენდის, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სასტუმრო ოპერატორის პოზიციას და ნათლად აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია პროფესიონალური სასტუმრო მენეჯმენტი ინვესტორებისა და ქონების მფლობელებისთვის მდგრადი ღირებულების შესაქმნელად.

„იელთი ჯგუფის“ სტრატეგიული თანამშრომლობა Barceló Hotel Group-თან, კომპანიის მიერ შექმნილი პროექტების მასშტაბებს, სანდოობასა და საერთაშორისო ხარისხს ადასტურებს. ამასთანავე, „იელთი კვარტალში“ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს ინტეგრაცია და Barceló-ს მართვის ევროპული სტანდარტი მფლობელებსა და სტუმრებს პრემიუმ კლასის მომსახურებას შესთავაზებს, რაც თავის მხრივ, ინვესტიციების მომგებიანობის გარანტიაა.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ეს არ არის უბრალოდ შეთანხმება, ეს არის ევროპული გამოცდილებისა და სტუმარმასპინძლობის სტანდარტების ინტეგრაცია ქართულ ბაზარზე და „იელთი ჯგუფი“ საფუძველს უყრის პროექტს, რომელიც ახალ ეტაპზე გადაიყვანს მიმდინარე დეველოპმენტს. გამოცდილ და მასშტაბურ ბრენდთან თანამშრომლობა მიზნად ისახავს შექმნას მაღალი კლასის მიზიდულობის ცენტრი, როგორც დედაქალაქში, პროექტ „ესპანურ კვარტალში“, ისე საქართველოს შავიზღვისპირეთში - „იელთი კვარტალში“.

"იელთი ჯგუფი" განსაკუთრებულ მადლობას უხდის საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ესპანეთის სამეფოში, მის აღმატებულებას, ბ-ნ ალექსანდრე ჭკუასელს ამ პარტნიორობის მხარდაჭერისა და გაწეული დახმარებისთვის.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სანდრო მამუკელაშვილი | გზა, რომელსაც გამარჯვებულები გადიან

სანდრო მამუკელაშვილი | გზა, რომელსაც გამარჯვებულები გადიან

BM.GE

ტრამპმა საწვავის ფასების ხელოვნური ზრდის გამოძიება მოითხოვა

ტრამპმა საწვავის ფასების ხელოვნური ზრდის გამოძიება მოითხოვა

BM.GE

"ამ დროს ობიექტების მომარაგება ისედაც არ ხდება" - ასოციაცია ღამით BUS LANE-ში სადისტრიბუციო მანქანების დაშვების ინიციატივაზე

"ამ დროს ობიექტების მომარაგება ისედაც არ ხდება" - ასოციაცია ღამით BUS LANE-ში სადისტრიბუციო მანქანების დაშვების ინიციატივაზე

BM.GE

კომაროვის სკოლის ახალი პანსიონის პროექტირებისთვის ₾1.5 მილიონის ტენდერი გამოცხადდა

კომაროვის სკოლის ახალი პანსიონის პროექტირებისთვის ₾1.5 მილიონის ტენდერი გამოცხადდა

BM.GE