მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ახალი მოთამაშეების გამოჩენა მიუთითებს, რომ საფინანსო სექტორში კონკურენციაა - ძნელაძე ახალი ბანკის დაფუძნებაზე
ახალი მოთამაშეების გამოჩენა მიუთითებს, რომ საფინანსო სექტორში კონკურენციაა - ძნელაძე ახალი ბანკის დაფუძნებაზე

ახალი მოთამაშეების გამოჩენა მიუთითებს, რომ საფინანსო სექტორში კონკურენციაა - ძნელაძე ახალი ბანკის დაფუძნებაზე

BM.GE6 ოქტომბერი, 2026, 22:38|bm.ge

საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, რომ საქართველოს საბანკო სექტორი ახალი მოთამაშეებისთვის მიმზიდველად რჩება.

როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, საფინანსო ბაზარზე არსებული ახალი შეთავაზებები და ინოვაციური პროდუქტები შესაძლებელს ხდის, რომ საბანკო სექტორში ახალი კომპანიები შემოვიდნენ.

საქმე ისაა, რომ საქართველოს საფინანსო სექტორს ახალი კომერციული ბანკი შეემატა. ეროვნული ბანკმა „ნეო ქართულ ჯგუფს“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია მიანიჭა. შედეგად, საქართველოში საბანკო ლიცენზიის მქონე სუბიექტების რაოდენობა 20-მდე გაიზარდა.

როგორც ალექსანდრე ძნელაძე აღნიშნავს, ბაზარზე ახალი, მე-20 კომერციული ბანკის გამოჩენა მიუთითებს იმაზე, რომ ქართულ საფინანსო სექტორში კონკურენციაა.

ძნელაძე ასევე ამბობს, რომ ჯერჯერობით რთული შესაფასებელია, თუ რომელი პროდუქტების განვითარებაზე გააკეთებს ახლადლიცენზირებული “ნეო ქართული ჯგუფი” აქცენტს.

“პირველ რიგში, უნდა მივულოცოთ ახალ ბანკს ლიცენზიის მიღება. მოხარული ვართ, რომ საბანკო სექტორს უკანასკნელ პერიოდში საკმაოდ დიდი რაოდენობით ახალი ბანკები ემატება - მიკრობანკები, ციფრული ბანკები, დღეის მდგომარეობით უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ უნივერსალური ბანკიც შეემატება. არის ახალი პროდუქტები, ახალი მიმართულებები, ინოვაციური შეთავაზებები, რომელიც პრაქტიკულად სივრცეს ქმნის ახალი მოთამაშეების შემოსვლისთვის და ეს არეალი საკმაოდ დიდია.

როგორც იცით, უახლოეს მომავალში დასრულდება “ლიბერთი ბანკის” და “ბაზისბანკის” გაერთიანება და აქედან გამომდინარე, კვლავინდებურად 19 საბანკო ლიცენზია იქნება მომავალი წლის ბოლოს. მაგრამ აქვე მინდა ვახსენო, რომ საბანკო სექტორში კონკურენციაა და ამისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელი არის, ის რომ ახალი სუბიექტები ბაზარზე დასამკვიდრებლად ადგილს ეძებენ.

რაც შეეხება კონკრეტულ მიმართულებებს, დღეს ძალიან რთულია იმის თქმა [ახალი ბანკი] იქნება ეს ნიშური ბანკი, რაღაც კონკრეტულ სეგმენტზე ორიენტირებული, თუ პრაქტიკულად უნივერსალური ბანკი, ამაზე ჯერ მგონი ნაადრევია ვისაუბროთ. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში თვითონაც გააკეთებენ შესაბამის განცხადებას. აქვე ვიტყვი, რომ აღნიშნულ ბანკსაც ველოდებით ასოციაციაში”, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბანკის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 120 სტატია.

  • საქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებსრუსთავი 2
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის SME ლიდერობის ვორკშოპი გამართატვ პირველი
  • ზაალ ანჯაფარიძე: მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, საქართველოს მთავრობისადმი ნდობის მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა და ქვეყანა ევროპის საუკეთესო ხუთეულში მოხვდაიმედი
  • აშშ-მა რუსეთის VTB ბანკს ირანის სანქციების გვერდის ავლის გამო ახალი შეზღუდვები დაუწესაფორმულა
ბანკის →

მსგავსი სტატიები

"Zolotaia Korona-ს გაჩერებით თანხების გადმორიცხვის შემცირება ქვეყნის ეკონომიკას არ დასტყობია“ - საბანკო ასოციაციაში მიზეზს განმარტავენ

"Zolotaia Korona-ს გაჩერებით თანხების გადმორიცხვის შემცირება ქვეყნის ეკონომიკას არ დასტყობია“ - საბანკო ასოციაციაში მიზეზს განმარტავენ

BM.GE

რაჭაში რთველისთვის ემზადებიან - წელს საპროგნოზო მოსავლიანობა 10-15%-ით ნაკლებია

რაჭაში რთველისთვის ემზადებიან - წელს საპროგნოზო მოსავლიანობა 10-15%-ით ნაკლებია

BM.GE

რუსეთის სასამართლომ Google-ი და Telegram-ი $45,000-ით დააჯარიმა

რუსეთის სასამართლომ Google-ი და Telegram-ი $45,000-ით დააჯარიმა

BM.GE

რა ვიცით ლატვიელ ინვესტორზე, რომელმაც ₾61 მილიონით საქართველოში ახალი ბანკი დააფუძნა

რა ვიცით ლატვიელ ინვესტორზე, რომელმაც ₾61 მილიონით საქართველოში ახალი ბანკი დააფუძნა

BM.GE