მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ახალი ქანდაკება ლონდონში - ბენქსი და მისი ხელოვნების ბაზარი
ახალი ქანდაკება ლონდონში - ბენქსი და მისი ხელოვნების ბაზარი

ახალი ქანდაკება ლონდონში - ბენქსი და მისი ხელოვნების ბაზარი

BM.GE2 მაისი, 2026, 22:00|bm.ge

ღამით, მხოლოდ სატვირთო მანქანის, რამდენიმე საგზაო კონუსისა და გუნდის დახმარებით, ბენქსიმ კიდევ ერთი შთამბეჭდავი არტისტული სანახაობა მოაწყო ლონდონის ცენტრში. ბენქსიმ ამჯერად ქანდაკება დადგა - კოსტიუმში გამოწყობილი კაცი, რომელიც წინ მიაბიჯებს. კაცს ხელში დროშა უჭირავს, რომელიც მას სახეს უფარავს, ისე რომ ვერც ამჩნევს, სადაცაა გადავარდება.

ქანდაკება ბენქსის შემოქმედების ყველა დამახასიათებელ ნიშანს ატარებს — ფარულად განხორციელება, პრესტიჟული ადგილმდებარეობა და გზავნილი, რომელსაც მკაცრი პოლიტიკური სარჩული აქვს. ქანდაკების ძალაუფლების კორიდორებთან, მათ შორის დაუნინგ-სტრიტთან სიახლოვე ბევრმა პოლიტიკური ხელისუფლების და ბრმა პატრიოტიზმის კრიტიკად აღიქვა. უსახო, დროშით დაფარული პიროვნების წინსვლისკენ მიმართული სურათი მიანიშნებს არა მხოლოდ უმეცრებაზე, არამედ იდეოლოგიისადმი ნებაყოფლობით კაპიტულაციაზე — თანამედროვე პოლიტიკური და კორპორაციული გადაწყვეტილებების მიღების საგანგაშო მეტაფორა.

ხელოვნების ექსპერტის, ჯეიმს პიკის თქმით, ასეთი სანახაობის უკან არსებულ ოპერაციას საგულდაგულო დაგეგმვა და მაღალკვალიფიციური გუნდი დასჭირდებოდა. მან აღნიშნა, რომ ბენქსის გუნდმა, საგულდაგულო დაკვირვების შემდეგ, ზუსტად გათვალა მოქმედების სქემა და ქანდაკება ღამის ყველაზე წყნარ დროს, წუთებში დაამონტაჟა: “მან ეს მხოლოდ სატვირთო მანქანის, რამდენიმე საგზაო კონუსისა და გუნდის დახმარებით შეძლო, რომელსაც 24 საათში მეტალიკას კონცერტის მოწყობა შეუძლია”, - აღნიშნა მან.

ქანდაკების აღმართვიდან მალევე ბენქსიმ დაადასტურა, რომ ნამუშევარი მისი იყო, რაც ლოგიკური გაგრძელებაა მისი ლონდონში განთავსებული პროექტების. მათ შორისაა ბეისუოტერში შესრულებული მიურალი, სადაც მიწაზე მწოლიარე ორი ბავშვია გამოსახული, და კიდევ ერთი სამეფო სასამართლოების მახლობლად განთავსებული მიურალი, სადაც მოსამართლის ფეხ ქვეშ დაცემული პროტესტის მონაწილეა გამოსახული.

ეს არ არის ბენქსის პირველი მცდელობა, ლონდონში სკულპტურული სუბვერსია მოეწყო. 2004 წელს მან შაფტსბერი-ავენიუზე დაამონტაჟა “The Drinker” — როდენის “The Thinker”-ის სატირული ინტერპრეტაცია. ეს ნამუშევარი მოგვიანებით მოიპარეს.

ბენქსის ბოლო ნამუშევარი მისი ვინაობის მიმართ ხელახლა გაღვივებული ინტერესის ფონზე გამოჩნდა. სულ რაღაც ორიოდე თვის წინ Reuters-ის თანახმად, მათ მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ ბენქსის ვინაობა დაადგინა — რობინ განინგემი, ბრისტოლში დაბადებული პიროვნება, რომელიც არაოფიციალურად უკვე წლებია ბენქსის სახელს ამოფარებულ ხელოვანად მიიჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ ბენქსის არც დაუდასტურებია, არც უარუყვია ინფორმაცია, ჩატარებულმა გამოძიებამ ხელახლა გააჩაღა დებატები იმის შესახებ, ამცირებს თუ ზრდის ანონიმური მხატვრის ვინაობის გასაჯაროება მისი ნამუშევრების მისტიკასა და საბაზრო ღირებულებას.

ბენქსი დღეს მსოფლიო ხელოვნების ბაზრის უდავო მსხვილ მოთამაშედ ითვლება. მისი ნამუშევრები აუქციონებზე მილიონებად იყიდება. "Love is in the Bin" — ნახატი, რომელიც აუქციონზე ნაწილობრივ განადგურდა — 2021 წელს რეკორდულ 25,4 მილიონ დოლარად გაიყიდა. სხვა აღსანიშნავი შედეგის მქონე ნამუშევრებია "Game Changer" (2021) 23.1 მილიონ დოლარად გაყიდული, "Devolved Parliament" (2019) 12.2 მილიონ დოლარად, "Show Me the Monet" (2020) 9.8 მილიონ დოლარად და "Girl with Balloon"-ის ვერსიები, რომლებიც მუდმივად მილიონობით დოლარად იყიდება.

მიუხედავად გამოძიებისა და მტკიცებისა, რომ მისი ვინაობის გამხელას შესაძლოა შეემცირებინა როგორც მისი ნამუშევრების საბაზრო ღირებულება, ისე მათ გარშემო არსებული ინტრიგა, ლონდონში დადგმული უახლესი ქანდაკება — და ის აჟიოტაჟი, რაც ამ მოვლენას მოჰყვა — საპირისპიროზე მეტყველებს. ბენქსიმ მყარად დაიმკვიდრა ადგილი ხელოვნების ბაზარზე და მისი კულტურული რელევანტურობა მინელების ნიშანს არ იძლევა. პირიქით, მისი შემოქმედებისადმი მუდმივი ყურადღება ამტკიცებს, რომ არც ბენქსი, როგორც ხელოვანი და არც მისი ნამუშევრების ღირებულება უახლოეს მომავალში არსად არ გაქრება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გუდაურის ბიზნესასოციაციამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სსიპ MTA-ს აუდიტის მოთხოვნით მიმართა

გუდაურის ბიზნესასოციაციამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სსიპ MTA-ს აუდიტის მოთხოვნით მიმართა

BM.GE

"სავაჭრო გზების ევოლუცია კასპიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებზე ლოგისტიკურ წნეხს ზრდის" - Euronews

"სავაჭრო გზების ევოლუცია კასპიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებზე ლოგისტიკურ წნეხს ზრდის" - Euronews

BM.GE

შეიძლება მთლიანად ჩამოშალო საბაზრო ურთიერთობები უხეში ჩარევის პირობებში - ირაკლი კობახიძე

შეიძლება მთლიანად ჩამოშალო საბაზრო ურთიერთობები უხეში ჩარევის პირობებში - ირაკლი კობახიძე

BM.GE

მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჯარიმა და ა.შ. - ირაკლი კობახიძე

მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჯარიმა და ა.შ. - ირაკლი კობახიძე

BM.GE