მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ალბანეთში ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის მდიდრული კურორტის პროექტს იძიებენ
ალბანეთში ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის მდიდრული კურორტის პროექტს იძიებენ

ალბანეთში ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის მდიდრული კურორტის პროექტს იძიებენ

BM.GE3 ივნისი, 2026, 04:05|bm.ge

ალბანეთის ანტიკორუფციულმა პროკურატურამ აშშ-ის პრეზიდენტის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან დაკავშირებული მდიდრული კურორტის პროექტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც ირკვევა, საგამოძიებო უწყება 2024 წელს დაცული ტერიტორიის სტატუსისა და მიწის საკუთრების საკამათო ცვლილებებს სწავლობს. სწორედ ამ გადაწყვეტილებებმა მისცა ინვესტორს საშუალება, იქამდე აკრძალულ ზონაში კურორტის მშენებლობა დაეწყო. არსებობს ვარაუდი, რომ საქმეში კორუფციის ნიშნები გამოიკვეთება.

რაც შეეხება თავად პროექტს, ჯარედ კუშნერის მფლობელობაში არსებული საინვესტიციო ფონდი, Affinity Partners-ი ადრიატიკის ზღვის კუნძულსა და ვოისა-ნარტას დაცულ ტერიტორიაზე მდიდრული კომპლექსის მოწყობას გეგმავს. ინიციატივის მიხედვით, აღნიშნულ ზონაში 10,000 სასტუმრო ნომერი უნდა აშენდეს.

აღსანიშნი ფაქტია, რომ პროკურატურის გამოძიების პარალელურად, პროექტის სავარაუდო ლოკაციაზე უკვე რამდენიმე დღეა მოქალაქეები და გარემოსდაცვითი ორგანიზაციები საპროტესტო აქციებს მართავენ. ვითარება დეველოპერების მიერ ტერიტორიაზე მავთულხლართებიანი ღობეების აღმართვის შემდეგ გამწვავდა. ამ გადაწყვეტილებით მოსახლეობას სანაპიროზე წვდომა შეეზღუდა. შაბათს მომხდარი დაპირისპირების ამსახველი კადრების მიხედვით, კერძო დაცვის თანამშრომლებმა ერთ-ერთ დემონსტრანტზე იძალადეს კიდეც. საგულისხმო ფაქტია, რომ ინციდენტის შემდეგ, ალბანეთის ხელისუფლებამ კერძო დაცვის ორ კომპანიას ლიცენზია ჩამოართვა. სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს, ხოლო ადგილობრივი პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

რაც შეეხება ხელისუფლების ოფიციალურ პოზიციას, ალბანელ კანონმდებლებთან შეხვედრისას პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ კატეგორიულად უარყო ცნობები იმის შესახებ, რომ პროექტი დაცულ ტერიტორიაზე განხორციელდება და ადგილობრივ ველურ ბუნებას საფრთხეს შეუქმნის. მთავრობის მეთაურის განმარტებით, საბოლოო წინადადება ჯერ წარდგენილიც კი არ არის და არც გარემოსდაცვითი კვლევაა დასრულებული. საყურადღებოა, რომ მიმდინარე პროცესებზე ჯერჯერობით კომენტარი თავად კუშნერის Affinity Partners-ს არ გაუკეთებია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 227 სტატია.

  • Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემულიფორმულა
  • ტრამპმა განაცხადა, რომ „საკმაოდ იმედგაცრუებული“ დარჩება სი ძინპინით, თუ ის ირანს იარაღს მიაწვდისიმედი
  • მთავრობის ადმინისტრაცია ასაჯაროებს ტრამპის სამადლობელ წერილს 4 ივლისის მილოცვაზენეტგაზეთი
  • ისრაელის ხელისუფლებამ აშშ-ს სადაზვერვო მონაცემები გადასცა, რომლის მიხედვითაც, ირანმა ტრამპის მკვლელობის ახალი გეგმა შეიმუშავარუსთავი 2
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

ეგვიპტის პორტში დრონის თავდასხმის შედეგად ორი გემი დააზიანეს

ეგვიპტის პორტში დრონის თავდასხმის შედეგად ორი გემი დააზიანეს

BM.GE

დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზე

დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზე

BM.GE

ივნისში საფინანსო დანაშაულებზე დევნა 45 პირის მიმართ დაიწყო - რა სახის დარღვევები დაფიქსირდა?

ივნისში საფინანსო დანაშაულებზე დევნა 45 პირის მიმართ დაიწყო - რა სახის დარღვევები დაფიქსირდა?

BM.GE

ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობა ომამდელი მაჩვენებლის მეათედზე დაბლა ჩამოვიდა

ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობა ომამდელი მაჩვენებლის მეათედზე დაბლა ჩამოვიდა

BM.GE