მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ალექსანდრე თამაზაშვილმა ღვინის კომპანიის წილი 3 მილიონ ლარად გაყიდა
ალექსანდრე თამაზაშვილმა ღვინის კომპანიის წილი 3 მილიონ ლარად გაყიდა

ალექსანდრე თამაზაშვილმა ღვინის კომპანიის წილი 3 მილიონ ლარად გაყიდა

BM.GE28 სექტემბერი, 2026, 16:21|bm.ge

ყოფილმა დეპუტატმა ალექსანდრე თამაზაშვილმა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ნუნუკა თამაზაშვილის ძმაა, ღვინის კომპანიაში წილი გაასხვისა - ამის შესახებ ბიზნეს რეესტრის 10 სექტემბრის ამონაწერში არის აღნიშნული. თამაზაშვილი კომპანია "ვაინ კახეთის" თანადამფუძნებელი და 22.5%-ის წილის მფლობელი იყო, მან აღნიშნული წილი მის ბიზნესპარტნიორზე, რობი ქევხიშვილზე 3 მილიონ ლარად გაასხვისა, რომელიც იქამდე კომპანიის 43%-ის წილს ფლობდა.

წილების ნასყიდობის შემდეგ, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ კომპანიასთან, 2026 წლის რთველის ფარგლებში ყურძნის მიღება-გადამუშავების სერვისისთვის 600,000 და 840,000 ლარის კონტრაქტები გააფორმა. აღნიშნულის შესახებ გადაცემა "ნოდარ მელაძის შაბათში" იყო საუბარი, რის საპასუხოდაც ალექსანდრე თამაზაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა მისი თქმით, წილი იძულების შედეგად არ დაუთმია. ამასთან, თამაზაშვილმა დაწერა, რომ ქარხანას უფრო დიდი ტექნიკური შესაძლებლობები ჰქონდა, ვიდრე მისი ფაქტობრივი დატვირთვა იყო ამიტომ უმჯობესად ჩათვალა რომ აღნიშნული ბიზნესიდან გასულიყო.

"ერთ-ერთი გადაცემის ანონსს წავაწყდი, სადაც, სავარაუდოდ, ცდილობენ ჩემი პირადი გადაწყვეტილება რაღაც „იძულების ფაქტად“ წარმოაჩინონ. ვინც მიცნობს ან ყურადღებით ადევნებს თვალს ჩემს ცხოვრებას, კარგად იცის, რომ მე პოლიტიკაში არ ვიღებ მონაწილეობას მას შემდეგ, რაც დავასრულე საპარლამენტო საქმიანობა, ანუ 2016 წლიდან. 2017 წელს ჩემს მეგობართან ერთად ნულიდან დავიწყეთ ბიზნესი მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით.

წვალებ-წვალებით, ძალიან დიდი მონდომებითა და სიფრთხილით ვქმნიდით ჩვენს ბიზნესს დარგში, რომელიც ყველა ქართველისთვის საამაყო და საფიცარია... სიფრთხილე ვახსენე და ავხსნი: ვინაიდან ჩვენი ოჯახი ასოცირდებოდა პოლიტიკასთან და მმართველ პარტიასთან, სულ მუდამ ვცდილობდით, ჩვენი კომპანიის პოტენციალის ნახევარიც კი არ გამოგვეყენებინა... ვინაიდან საზოგადოებაში შეიძლება გაჩენილიყო განცდა, რომ „აქ რაღაც ხელის შეწყობას აქვს ადგილი“. ბევრი გადაცემაც მიუძღვნეს აღნიშნულ ბიზნესს, თუმცა იმდენად სუფთად და პატიოსნად ვმუშაობდით, გლეხების მხრიდან მადლიერების გარდა არაფერი ისმოდა და ისმის ჩვენი ქარხნის გარშემო. რა ვიგულისხმე პოტენციალის მხოლოდ ნახევრად გამოყენებაში? მაგალითად ის, რომ კახეთში წლიურად გადამუშავებული ყურძნის მხოლოდ 1-2% თუ მოდიოდა ჩვენს ქარხანაზე, ეს იმ დროს, როცა ტექნიკური შესაძლებლობები 10-15%-ის გადამუშავების საშუალებას იძლევა.

ალბათ მიხვდით, ციფრებზე და დეტალებზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ მინდა იცოდეთ, რა იყო და რა არის რეალურად. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩემს პარტნიორებს მუდამ უწევდათ ჩემი ფაქტორის გათვალისწინება და დიდი სიყვარულით მინდა აღვნიშნო, რომ ერთხელაც არ გვისაუბრია სტრატეგიის შეცვლაზე - პირიქით, ჩემზე მეტად გაგებით ეკიდებოდნენ ჩვენს მოზომილ ბიზნესსტრატეგიას", - დაწერა თამაზაშვილმა.

Reportal.ge-ზე გამოქვეყნებული უკანასკნელი ფინანსური ანგარიშის მიხედვით, რაც 2024 წელს ასახავდა, შპს "ვაინ კახეთის" შემოსავალი 7.2 მილიონ ლარს, აქტივების ღირებულება კი 36.4 მილიონ ლარს შეადგენდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მილიონის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 132 სტატია.

  • მძარცველებმა პარიზის საიუველირო მაღაზიიდან ერთ მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ნივთები წაიღესფორმულა
  • გაშიფრულია დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების სქემა - მითვისებულია ნახევარ მილიონ ლარზე მეტიტვ პირველი
  • მილიონზე ნაკლები ადამიანის ხმების უფლების შეზღუდვა ხდება ოფიციალურად - ირაკლი ფავლენიშვილი პარტიების აკრძალვაზერუსთავი 2
  • 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩონეტგაზეთი
მილიონის →

მსგავსი სტატიები

სუვერენული ფონდების აქტივები 2030 წლისთვის თითქმის 50%-ით, $22.4 ტრილიონამდე გაიზრდება

სუვერენული ფონდების აქტივები 2030 წლისთვის თითქმის 50%-ით, $22.4 ტრილიონამდე გაიზრდება

BM.GE

ევროკავშირმა ბოლო 10 თვეში რუსეთისაგან $9.6 მილიარდის LNG შეიძინა

ევროკავშირმა ბოლო 10 თვეში რუსეთისაგან $9.6 მილიარდის LNG შეიძინა

BM.GE

Reuters-ის ინფორმაციით, Nvidia-ს ყოფილ გენერალურ დირექტორს კიდევ ერთ თანამშრომელთან ჰქონდა რომანტიკული ურთიერთობა

Reuters-ის ინფორმაციით, Nvidia-ს ყოფილ გენერალურ დირექტორს კიდევ ერთ თანამშრომელთან ჰქონდა რომანტიკული ურთიერთობა

BM.GE

აჭარის ნარჩენების მართვის პროექტის დაფინანსება 11-ჯერ იზრდება - როდის ამოქმედდება ახალი ნაგავსაყრელი?

აჭარის ნარჩენების მართვის პროექტის დაფინანსება 11-ჯერ იზრდება - როდის ამოქმედდება ახალი ნაგავსაყრელი?

BM.GE