მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ალიანს ჯგუფსა და GROHE-ს შორის, სტრატეგიული მემორანდუმი გაფორმდა
ალიანს ჯგუფსა და GROHE-ს შორის, სტრატეგიული მემორანდუმი გაფორმდა

ალიანს ჯგუფსა და GROHE-ს შორის, სტრატეგიული მემორანდუმი გაფორმდა

BM.GE29 მაისი, 2026, 21:44|bm.ge

სამშენებლო-დეველოპერულ კომპანია ალიანს ჯგუფსა და გერმანულ პრემიუმ ბრენდ GROHE-ს შორის, სტრატეგიული პარტნიორობის ახალი ეტაპი დაიწყო.

22 მაისს, ინდუსტრიის წამყვანმა კომპანიებმა, მრავალწლიან კოლაბორაციაზე დაფუძნებულ პარტნიორობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რაც თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და ინოვაციური სტანდარტების ინტეგრაციას ითვალისწინებს.

“ალიანს ჯგუფსა და GROHE-ს მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ. გვეამაყება, რომ რეგიონის დეველოპერულ ბაზარზე სწორედ ჩვენი კომპანია წარმოადგენს გერმანული მსოფლიო ბრენდისთვის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სტრატეგიულ პარტნიორობას.

დღეს ჩვენი თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის, რაც საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული შესაძლებლობების გაფართოებასა და ინოვაციური ხედვების ინტეგრაციას გულისხმობს ალიანს ჯგუფის პროექტებში.

ალიანსის ეკოსისტემა სწორედ ასეთი პიონერი ბრენდების ჩართულობით იქმნება - გერმანული საინჟინრო პერფექციონიზმი და ჩვენი პროექტების მასშტაბი სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში, ხარისხის სრულიად ახალ, გლობალურ სტანდარტს აწესებს.” - განაცხადა ალიანს ჯგუფის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, აკაკი სონგულიამ.

GROHE აბაზანისა და სამზარეულოს სისტემების მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია მსოფლიოში, რომელსაც ბაზარზე ოპერირების თითქმის საუკუნოვანი გამოცდილება აქვს.

აღსანიშნია, რომ ალიანს ჯგუფთან კოლაბორაციით, GROHE ჩართული იყოს კომპანიის ისეთ ლენდმარკ კომპლექსებში, როგორიც ალიანს ფრივილიჯი, ალიანს რენესანსი და ალიანს ცენტროპოლისია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

6 თვეში ექსპლუატაციაში შესული სპორტული ობიექტების ფართობი 2440%-ით გაიზარდა - სტატისტიკა

6 თვეში ექსპლუატაციაში შესული სპორტული ობიექტების ფართობი 2440%-ით გაიზარდა - სტატისტიკა

BM.GE

ეგვიპტის პორტში დრონის თავდასხმის შედეგად ორი გემი დააზიანეს

ეგვიპტის პორტში დრონის თავდასხმის შედეგად ორი გემი დააზიანეს

BM.GE

დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზე

დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზე

BM.GE

ივნისში საფინანსო დანაშაულებზე დევნა 45 პირის მიმართ დაიწყო - რა სახის დარღვევები დაფიქსირდა?

ივნისში საფინანსო დანაშაულებზე დევნა 45 პირის მიმართ დაიწყო - რა სახის დარღვევები დაფიქსირდა?

BM.GE