მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ალიევის შემდეგ ელექტროენერგიის მოწოდების და ტრანზიტის შესახებ დადგენილება კობახიძემაც გამოსცა
ალიევის შემდეგ ელექტროენერგიის მოწოდების და ტრანზიტის შესახებ დადგენილება კობახიძემაც გამოსცა

ალიევის შემდეგ ელექტროენერგიის მოწოდების და ტრანზიტის შესახებ დადგენილება კობახიძემაც გამოსცა

BM.GE16 ივლისი, 2026, 14:39|bm.ge

"საკანონმდებლო მაცნეზე" გამოქვეყნდა პრემიერ-მინისტრის დადგენილება, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანს შორის 18 მაისს ხელმოწერილი შეთანხმების ძალაში შესვლას ითვალისწინებს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შესაბამისი დადგენილება რამდენიმე დღის წინ, 9 ივლისს გამოსცა. დოკუმენტის თანახმად, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა აცნობოს აზერბაიჯანულ მხარეს შეთანხმების ძალაში შესვლის შესახებ, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა აცნობოს საქართველოს პარლამენტს და პრეზიდენტს შეთანხმების დადების შესახებ.

"საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2026 წლის 18 მაისს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოსათვის ელექტროენერგიის მიწოდებისა და საქართველოს ტერიტორიის გავლით ელექტროენერგიის ტრანზიტის შესახებ“ შეთანხმება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;ბ) შეატყობინოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხარეს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე,"- ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.

ამ დადგენილებაში, ისევე როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბრძანებაში არაა მითითებული უშუალოდ რა პირობებს და ტარიფებს მოიცავს ორ ქვეყანას შორის ელექტროენერგიის მიწოდების და ტრანზიტის ხელშეკრულება.

აღნიშნული დოკუმენტი გაფორმდა 2026 წლის 18 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით აზერბაიჯანში გამართული სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში. იმ პერიოდში მხარეებმა 20-წლიანი მთავრობათაშორისი ენერგეტიკული შეთანხმება გააფორმეს, რომელიც ელექტროენერგიის მიწოდებისა და სატრანზიტო მიმოსვლის ძირითად პირობებს არეგულირებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ხელმოწერილი შეთანხმების პაკეტის შესაბამისად, საქართველო და აზერბაიჯანი 20-წლიანი პერიოდის განმავლობაში ელექტროენერგიის მიწოდებისა და სატრანზიტო მიმოსვლის ძირითად პირობებზე შეთანხმდნენ. დოკუმენტით გათვალისწინებული პირობები 2027 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სომხეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, წარუკიანის "არარატცემენტი" სახელმწიფოს მმართველობაში გადავიდა

სომხეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, წარუკიანის "არარატცემენტი" სახელმწიფოს მმართველობაში გადავიდა

BM.GE

გასტრონომიის სააგენტოს ხელმძღვანელს სამი მოადგილე ეყოლება - მინისტრმა დებულება დაამტკიცა

გასტრონომიის სააგენტოს ხელმძღვანელს სამი მოადგილე ეყოლება - მინისტრმა დებულება დაამტკიცა

BM.GE

2026 წლის პირველ 6 თვეში უცხოეთიდან $1.9 მლრდ გადმოირიცხა - ფულადი გზავნილების გეოგრაფია

2026 წლის პირველ 6 თვეში უცხოეთიდან $1.9 მლრდ გადმოირიცხა - ფულადი გზავნილების გეოგრაფია

BM.GE

TSMC-ის წმინდა მოგება მე-2 კვარტალში 77%-ით გაიზარდა

TSMC-ის წმინდა მოგება მე-2 კვარტალში 77%-ით გაიზარდა

BM.GE