მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნოტინგემ ფორესტი გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე მუშაობს - კლუბებს შორის პირველი კონტაქტი შედგა
ნოტინგემ ფორესტი გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე მუშაობს - კლუბებს შორის პირველი კონტაქტი შედგა

ნოტინგემ ფორესტი გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე მუშაობს - კლუბებს შორის პირველი კონტაქტი შედგა

BM.GE30 აგვისტო, 2026, 22:55|bm.ge

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში დარჩეს. ფეხბურთელის ტრანსფერით ნოტინგემ ფორესტი დაინტერესდა. ამის შესახებ სპორტული გამოცემა lagazzetta წერს.

როგორც ცნობილია, კლუბებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა. მხარეებმა გიორგი მამარდაშვილის შესაძლო ტრანსფერი განიხილეს, თუმცა ამ ეტაპზე შეთანხმება მიღწეული არ არის.

მამარდაშვილი ნოტინგემ ფორესტის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელის, ოლივერ გლასნერის მოთხოვნა ახალი მეკარის დამატებაა. ამ პოზიციაზე კლუბის სიაში სხვა კანდიდატებიც არიან, თუმცა ქართველი მეკარე პრიორიტეტულ ვარიანტად განიხილება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი ამჟამად ლივერპულის ეკუთვნის. ევროპის მასშტაბით ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა 1 სექტემბერს იხურება. შესაბამისად, დარჩენილ პერიოდში უნდა გაირკვეს, შეძლებს თუ არა ნოტინგემ ფორესტი მამარდაშვილის დამატებას და მოხდება თუ არა ქართველი მეკარის კლუბის შეცვლა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს მარილის იმპორტი 15%-ით გაუძვირდა | საიდან შემოგვაქვს?

საქართველოს მარილის იმპორტი 15%-ით გაუძვირდა | საიდან შემოგვაქვს?

BM.GE

აგვისტოს მთავარი მოვლენები საქართველოს ბიზნესსა და ეკონომიკაში

აგვისტოს მთავარი მოვლენები საქართველოს ბიზნესსა და ეკონომიკაში

BM.GE

7 თვეში ჯანდაცვის სამინისტრომ ₾5,5 მლრდ დახარჯა| რამდენი აითვისა დანარჩენმა 12-მა სამინისტრომ?

7 თვეში ჯანდაცვის სამინისტრომ ₾5,5 მლრდ დახარჯა| რამდენი აითვისა დანარჩენმა 12-მა სამინისტრომ?

BM.GE

რუსეთი უკრაინის ენერგოობიექტებზე მასშტაბური იერიშებით იმუქრება

რუსეთი უკრაინის ენერგოობიექტებზე მასშტაბური იერიშებით იმუქრება

BM.GE