მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ამ ეტაპზე, თუშეთის მიმართულებით გზა მაქსიმალურად მოწესრიგებული და სრულად განვლადია - გზების დეპარტამენტი
ამ ეტაპზე, თუშეთის მიმართულებით გზა მაქსიმალურად მოწესრიგებული და სრულად განვლადია - გზების დეპარტამენტი

ამ ეტაპზე, თუშეთის მიმართულებით გზა მაქსიმალურად მოწესრიგებული და სრულად განვლადია - გზების დეპარტამენტი

BM.GE21 აგვისტო, 2026, 14:39|bm.ge

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს საავტომობილო გზების მოვლა-შენახვით გათვალისწინებული სამუშაოები.

უწყების ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თუშეთის გზას.

"გზაზე მუდმივად ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება განვლადობისა და კომფორტული გადაადგილების უზრუნველსაყოფად.

ამ ეტაპზე, თუშეთის მიმართულებით გზა მაქსიმალურად მოწესრიგებული და სრულად განვლადია", - წერია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

ზოგადად კახეთის რეგიონში კი, უწყების ინფორმაციით, ამ დროისათვის, მოვლა-შენახვის ფარგლებში, მიმდინარეობს გზის სავალი ნაწილის ორმოული შეკეთება, კიუვეტების გაწმენდა, ხელოვნური ბორცვების მოწყობა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები, - "ასევე, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ხორციელდება მაგისტრალური გზების დაგვა-დასუფთავება და გზისპირა ზოლებში ბალახის გათიბვა", - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

ცნობისთვის

მთავრობამ მიმდინარე თვეში გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა. ირაკლი კობახიძის 1586-ე განკარგულების მიხედვით, შპს „საქართველოს გზების ოპერატორის“ 100%-იანი წილი სახელმწიფოსგან მართვის უფლებით ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცა.

საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მოვლა-შენახვის მიზნით ახალი სახელმწიფო კომპანიის დაფუძნების შესახებ კი მიმდინარე წლის ივნისში გახდა ცნობილი. საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, ახალი კომპანიის დასაფუძნებლად დაახლოებით 63 მილიონი ლარის საწყისი კაპიტალური ინვესტიციაა გათვალისწინებული. თანხა მოხმარდება ტექნიკური ბაზის ფორმირებას, სპეციალიზებული ტექნიკის შეძენას, ინფრასტრუქტურის მოწყობასა და თანამედროვე ტექნოლოგიური სისტემების დანერგვას. სახელმწიფო კომპანია პირველ ეტაპზე გორი-არგვეთას 105-კილომეტრიან საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალის მოვლა-შენახვის და მართვის სამუშაოებს განახორციელებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სრულად

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 110 სტატია.

  • ზუგდიდის მერია: შინმოვლის პროგრამის უფრო ეფექტური განხორციელებისათვის, მატერიალური ბაზა სრულად განახლდაიმედი
  • მამუკა მდინარაძის პრესსამსახური ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე: სრული აბსურდიაფორმულა
  • ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჯარედ კუშნერს განუცხადა, რომ ჰამასის სრულ განიარაღებამდე ისრაელის ჯარები ღაზის სექტორს არ დატოვებენრუსთავი 2
  • რუსთაველზე გაზის ქსელი სრულად განახლდება - თბილისი ენერჯიტვ პირველი
სრულად →

მსგავსი სტატიები

შსს-ის განცხადებით, 4 კგ-მდე ნარკოტიკის გავრცელება აღკვეთეს, რომელიც ბრალდებულს თბილისის ერთ-ერთ ავტოსადგომზე უნდა აეღო

შსს-ის განცხადებით, 4 კგ-მდე ნარკოტიკის გავრცელება აღკვეთეს, რომელიც ბრალდებულს თბილისის ერთ-ერთ ავტოსადგომზე უნდა აეღო

BM.GE

ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

BM.GE

უკრაინამ "მაშა და დათვის" შემქმნელებს, ასევე სხვა რუსულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს სანქციები დაუწესა

უკრაინამ "მაშა და დათვის" შემქმნელებს, ასევე სხვა რუსულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს სანქციები დაუწესა

BM.GE

"ბლექ სი არენასთან" მზის პანელების დამონტაჟება იგეგმება - ტენდერი უკვე გამოცხადდა

"ბლექ სი არენასთან" მზის პანელების დამონტაჟება იგეგმება - ტენდერი უკვე გამოცხადდა

BM.GE