მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შსს-ის განცხადებით, 4 კგ-მდე ნარკოტიკის გავრცელება აღკვეთეს, რომელიც ბრალდებულს თბილისის ერთ-ერთ ავტოსადგომზე უნდა აეღო
შსს-ის განცხადებით, 4 კგ-მდე ნარკოტიკის გავრცელება აღკვეთეს, რომელიც ბრალდებულს თბილისის ერთ-ერთ ავტოსადგომზე უნდა აეღო

შსს-ის განცხადებით, 4 კგ-მდე ნარკოტიკის გავრცელება აღკვეთეს, რომელიც ბრალდებულს თბილისის ერთ-ერთ ავტოსადგომზე უნდა აეღო

BM.GE21 აგვისტო, 2026, 14:53|bm.ge

შსს-ის განცხადებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყანაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის - 4 კილოგრამამდე „ალფა-პვპ“-ს გავრცელების მცდელობა აღკვეთეს. ამოღებული ნარკოტიკის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე მილიონ ნახევარ ლარს შეადგენს.

როგორც უწყების განცხადებაში წერია, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენისა და შენახვის მცდელობის, უკანონოდ გადაზიდვის მცდელობისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირი, უცხო ქვეყნიდან მისთვის შენიღბულად გამოგზავნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციას გეგმავდა, დაკავებულს აღნიშნული ნარკოტიკი თბილისში მდებარე ერთ-ერთ ავტოსადგომზე უნდა მიეღო.

სამართალდამცველებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულისთვის გამოგზავნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი - 4 კილოგრამამდე „ალფა-პვპ“ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში ნივთმტკიცებად ამოიღეს, ხოლო ადრესატისთვის ამანათის კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს.

ბრალდებული ამანათს, მის მიერ წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, თბილისში, ავტოსადგომზე დახვდა, რის შემდეგაც დედაქალაქის დატოვებას შეეცადა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ მამაკაცი თბილისის გასასვლელში, მისივე მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერა. სამართალდამცველებმა ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს ამანათი, ასევე, ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები", - იტყობინება შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე, 19-260-ე პრიმა და 19-260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 190 სტატია.

  • თბილისის საქალაქო სასამართლომ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისთვის მოქალაქე ჯამბულად უგრეხელიძე 4000 ლარით დააჯარიმაიმედი
  • "ოცნების" თბილისის მერია აღმაშენებლის გამზირის ნაწილის რეაბილიტაციას გეგმავსფორმულა
  • 18 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალირუსთავი 2
  • რუსთაველზე გაზის ქსელი სრულად განახლდება - თბილისი ენერჯიტვ პირველი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

ამ ეტაპზე, თუშეთის მიმართულებით გზა მაქსიმალურად მოწესრიგებული და სრულად განვლადია - გზების დეპარტამენტი

ამ ეტაპზე, თუშეთის მიმართულებით გზა მაქსიმალურად მოწესრიგებული და სრულად განვლადია - გზების დეპარტამენტი

BM.GE

ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

BM.GE

უკრაინამ "მაშა და დათვის" შემქმნელებს, ასევე სხვა რუსულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს სანქციები დაუწესა

უკრაინამ "მაშა და დათვის" შემქმნელებს, ასევე სხვა რუსულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს სანქციები დაუწესა

BM.GE

"ბლექ სი არენასთან" მზის პანელების დამონტაჟება იგეგმება - ტენდერი უკვე გამოცხადდა

"ბლექ სი არენასთან" მზის პანელების დამონტაჟება იგეგმება - ტენდერი უკვე გამოცხადდა

BM.GE