მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

BM.GE21 აგვისტო, 2026, 14:15|bm.ge

30 აგვისტოს, ნიუ-იორკში ქართული კულტურის, მუსიკის, ღვინისა და გასტრონომიის ფესტივალი ZEIMI გაიმართება. ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით ტარდება და სტუმრებს ქართული კულტურის ერთ სივრცეში გაცნობისა და გაზიარების შესაძლებლობას მისცემს. დასწრება ყველა მსურველისთვის უფასოა.

ფესტივალზე დაგხვდებათ ქართული ღვინო და კერძები, მუსიკა, ქართული ხელნაკეთი ნივთების ბაზრობა, საბავშვო ზონა და განსაკუთრებული გარემო, რომელიც აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს საკუთარ ფესვებთან დააბრუნებს, უცხოელ სტუმრებს კი ქართულ კულტურას გააცნობს.

ფესტივალის სტუმრებს თიბისისგან არაერთი სასიამოვნო სიურპრიზი ელოდებათ. აქტივობაში მონაწილეობისთვის წინასწარ გადმოწერეთ თიბისის მობაილბანკი და ეწვიეთ თიბისის სტენდს, სადაც საინტერესო გამოცდილება დაგხვდებათ.

ZEIMI-ის მთავარი იდეა ქართული დიასპორის გაერთიანებაა - ერთმანეთის გაცნობა, მხარდაჭერა და ისეთი სივრცის შექმნა, სადაც ქართველები საკუთარ კულტურას ერთად აღნიშნავენ. ფესტივალი ასევე მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქართველი მეწარმეებისთვის, ხელოვანებისთვის, მუსიკოსებისა და მცირე ბიზნესებისთვის, რათა საკუთარი საქმიანობა ამერიკელ და საერთაშორისო აუდიტორიას გააცნონ.

ფესტივალის ორგანიზატორების მიზანია, ZEIMI ნიუ-იორკში ქართული კულტურის, ღვინისა და გასტრონომიის ყოველწლიურ ტრადიციად იქცეს და საქართველოს საერთაშორისო კულტურულ პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი.

ნიუ-იორკში 30 აგვისტო ეს არის დღე, რომელიც მეგობრებთან და ოჯახთან ერთად უნდა გაატაროთ ბრუკლინში სერფ ავენიუ #1904.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შსს-ის განცხადებით, 4 კგ-მდე ნარკოტიკის გავრცელება აღკვეთეს, რომელიც ბრალდებულს თბილისის ერთ-ერთ ავტოსადგომზე უნდა აეღო

შსს-ის განცხადებით, 4 კგ-მდე ნარკოტიკის გავრცელება აღკვეთეს, რომელიც ბრალდებულს თბილისის ერთ-ერთ ავტოსადგომზე უნდა აეღო

BM.GE

ამ ეტაპზე, თუშეთის მიმართულებით გზა მაქსიმალურად მოწესრიგებული და სრულად განვლადია - გზების დეპარტამენტი

ამ ეტაპზე, თუშეთის მიმართულებით გზა მაქსიმალურად მოწესრიგებული და სრულად განვლადია - გზების დეპარტამენტი

BM.GE

უკრაინამ "მაშა და დათვის" შემქმნელებს, ასევე სხვა რუსულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს სანქციები დაუწესა

უკრაინამ "მაშა და დათვის" შემქმნელებს, ასევე სხვა რუსულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს სანქციები დაუწესა

BM.GE

"ბლექ სი არენასთან" მზის პანელების დამონტაჟება იგეგმება - ტენდერი უკვე გამოცხადდა

"ბლექ სი არენასთან" მზის პანელების დამონტაჟება იგეგმება - ტენდერი უკვე გამოცხადდა

BM.GE