მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ LIVEX Abu Dhabi 2026-ის ფარგლებში „ONE Development“-თან საერთაშორისო პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ LIVEX Abu Dhabi 2026-ის ფარგლებში „ONE Development“-თან საერთაშორისო პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა

„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ LIVEX Abu Dhabi 2026-ის ფარგლებში „ONE Development“-თან საერთაშორისო პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა

BM.GE30 სექტემბერი, 2026, 14:42|bm.ge

„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ საამიროების წამყვან დეველოპერულ კომპანია „ONE Development“-თან საერთაშორისო პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა. აღნიშნულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ და ONE Development ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, მუსტაფა რაშადმა.

ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია აბუ-დაბიში გაიმართა, სადაც „ამბასადორი აილენდ ბათუმი“ LIVEX-ის ფორუმის სტრატეგიული პარტნიორის, ONE Development-ის ოფიციალური მოწვევით, საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს.

LIVEX 2026 აბუ-დაბის ეროვნულ საგამოფენო ცენტრში (ADNEC) 29 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით იმართება. ურბანული გარემოსა და ინვესტიციებისადმი მიძღვნილი, სადებიუტო გამოფენა აბუ-დაბის მუნიციპალიტეტებისა და ტრანსპორტის დეპარტამენტის ორგანიზებითა და აბუ-დაბის პრინცისა და აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის, მისი უმაღლესობა შეიხ ხალედ ბინ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანის პატრონაჟით იმართება. ოფიციალური მონაცემებით, ღონისძიება 50-ზე მეტი ქვეყნიდან 20,000-ზე მეტ ვიზიტორს მასპინძლობს, მათ შორის 1,500-ზე მეტ ინვესტორსა და 100-ზე მეტ საერთაშორისო სპიკერს.

გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, One Development, ამბასადორის კუნძულის ტერიტორიაზე $200 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს და უმაღლესი სტანდარტების შესაბამის მულტიფუნქციურ კომპლექსს განავითარებს.

“ONE Development” არის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოქმედი საერთაშორისო უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია, რომლის სათავო ოფისი აბუ-დაბიში მდებარეობს, ხოლო ძირითადი შოურუმები — აბუ-დაბისა და დუბაიში. კომპანია პოზიციონირებულია როგორც რეგიონის პირველი ხელოვნური ინტელექტით ინტეგრირებული დეველოპერი და ცნობილია ტექნოლოგიებზე ორიენტირებული, თანამედროვე ცხოვრების სტილზე მორგებული მიდგომით უძრავი ქონების განვითარების მიმართ.

კომპანიის ფლაგმანური პროექტია Laguna Residence, რომელიც დუბაიში, City of Arabia-ში მდებარეობს. პროექტის ღირებულება 2 მილიარდ არაბთა გაერთიანებული საამიროების დირჰამს შეადგენს და იგი პოზიციონირებულია როგორც რეგიონის პირველი სრულად AI-ინტეგრირებული საცხოვრებელი კომპლექსი. პროექტი მოიცავს დიდ ლაგუნას პოდიუმის დონეზე, ორ მაღალსართულიან კოშკს და 40-ზე მეტ ცხოვრების სტილზე, ველნესსა და სოციალურ გამოცდილებებზე ორიენტირებულ ინფრასტრუქტურულ და გასართობ სივრცეს.

კომპანია ასევე აქტიურად ფართოვდება სტუმარმასპინძლობის სექტორში. მსოფლიო მასშტაბით ცნობილ არტისტ Amr Diab-თან თანამშრომლობით, ONE Development-მა შექმნა საკუთარი სტუმარმასპინძლობის ბრენდი — ONE/AD, რომლის ფარგლებშიც წარადგინა DO Hotels.

„ბათუმი განვითარების სრულიად ახალ, ამაღელვებელ ეტაპზე გადადის, „ამბასადორი აილენდი“ კი გვაძლევს შესაძლებლობას, წვლილი შევიტანოთ ამგვარი მნიშვნელობის მქონე, ახალი მიზიდულობის ცენტრის ფორმირებაში. აღნიშნული პარტნიორობით, ONE Development სიამაყით უერთდება პროექტს საკუთარი ხედვითა და გამოცდილებით — გამორჩეულ პროექტს, რომელიც რეგიონის ამბიციურ პერსპექტივას ნათლად ასახავს. მოხარულები ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, შევქმნათ ისეთი გრძელვადიანი ღირებულება, რომელიც თაობებს დარჩება და ხანგრძლივ სარგებელს მოუტანს ქალაქსა და მის მცხოვრებლებს“, - განაცხადა ONE Development ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, მუსტაფა რაშადმა.

"ჩვენთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა ამბასადორის კუნძულზე ისეთი მასშტაბისა და რეპუტაციის მქონე საერთაშორისო პარტნიორის მასპინძლობა, როგორიც ONE Development-ია. ჩვენ შევქმენით პლატფორმა, რომელმაც საერთაშორისო ასპარეზზე უმაღლესი ნდობა დაიმსახურა და დღეს უკვე მსოფლიო დონის აქტორებს იზიდავს. განსაკუთრებით ამაყები ვართ, რომ სწორედ ONE Development-ის გამოცდილებით, კუნძულზე დაინერგება უნიკალური, ხელოვნურ ინტელექტსა და ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული პირველი ურბანული პროექტი. მოხარულები ვართ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ვქმნით გრძელვადიან ღირებულებას, რომელიც სრულიად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად შავი ზღვის აკვატორიაში" - აღნიშნა „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ.

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტი საერთაშორისო დეველოპერებისა და ინვესტორების მოსაზიდ მძლავრ საინვესტიციო პლატფორმას წარმოადგენს, რასაც პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული ინტეგრირებული საინვესტიციო პაკეტები და საერთაშორისო ინვესტორებისთვის ბაზარზე არსებული ეფექტური, გამჭვირვალე და დაცული საინვესტიციო გარანტიები უზრუნველყოფს.

შავ ზღვაში პირველი ხელოვნური კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობით ახორციელებს, მათ შორისაა გლობალური საინჟინრო და საკონსულტაციო კომპანია Arup, არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია Yüksel Proje და პრესტიჟული ამერიკული არქიტექტურული კომპანია SHoP Architects.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეთანხმება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 84 სტატია.

  • ცხინვალი და სოხუმი თბილისისგან ძალის არგამოყენების შეთანხმებას მოითხოვენნეტგაზეთი
  • შსს: ნოდარ ჩაჩუას ცოლმა დანაშაული აღიარა, მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდაფორმულა
  • ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო ჩინეთის პირველი სტრატეგიული პარტნიორია ამიერკავკასიაში და პირველი ქვეყანაა ევრაზიაში, რომელთანაც ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმარუსთავი 2
  • ზურაბ ჭავჭანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ბათუმელი მედროშე ციხეს ნომებრის დასაწყისში დატოვებსტვ პირველი
შეთანხმება →ფარგლებში →

მსგავსი სტატიები

წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი ამჯერადაც არ გაიყიდა - აუქციონები არ შედგა

წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი ამჯერადაც არ გაიყიდა - აუქციონები არ შედგა

BM.GE

ელექტრომობილი საჭისა და პედლების გარეშე - რა ეღირება Tesla-ს Cybercab?

ელექტრომობილი საჭისა და პედლების გარეშე - რა ეღირება Tesla-ს Cybercab?

BM.GE

შუა დერეფანი, შავი ზღვის კაბელი და მონაცემთა ინფრასტრუქტურა - ბრიტანეთის ელჩის ხედვა

შუა დერეფანი, შავი ზღვის კაბელი და მონაცემთა ინფრასტრუქტურა - ბრიტანეთის ელჩის ხედვა

BM.GE

ვაჭრობამ $2.5 მილიარდს გადააჭარბა | როგორია საქართველო-თურქეთის ეკონომიკური კავშირები?

ვაჭრობამ $2.5 მილიარდს გადააჭარბა | როგორია საქართველო-თურქეთის ეკონომიკური კავშირები?

BM.GE