მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ამბასდორი აილენდ ბათუმმა „ჭკვიანი ქალაქის” კონცეფცია წარადგინა
ამბასდორი აილენდ ბათუმმა „ჭკვიანი ქალაქის” კონცეფცია წარადგინა

ამბასდორი აილენდ ბათუმმა „ჭკვიანი ქალაქის” კონცეფცია წარადგინა

BM.GE17 ივნისი, 2026, 17:04|bm.ge

“ამბასადორი აილენდ ბათუმის” პარტნიორობით, ქალაქ ბათუმში, სასტუმრო Courtyard by Marriott-ში, უძრავი ქონებისა და დეველოპერული სექტორის ღონისძიება GREMO 2026, „უძრავი ქონების პროსპექტისა” და „ბიემჯის” თანაორგანიზებით გაიმართა, რომელმაც დარგის ლიდერები, ინვესტორები, ექსპერტები და ბიზნესის წარმომადგენლები გააერთიანა.

ფორუმის ფარგლებში, რომლის მთავარ თემას საქართველოში მაღალი კლასის კურორტებისა და თანამედროვე დეველოპერული პროექტების განვითარება წარმოადგენდა, საერთაშორისო საკონსულტაციო და საინჟინრო კომპანია ARUP-ის ურბანული დაგეგმარების უფროსმა სპეციალისტმა მუსტაფა აიმ (Mustafa Ay), „ჭკვიანი ქალაქის“ (Smart City) კონცეფცია წარადგინა.

ARUP-ის, უფროსმა ურბანისტმა, დამსწრე აუდიტორიას, ძირითადი მდგენელები გააცნო და ის მიდგომები გააზიარა, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით თანამედროვე ქალაქებისა და ტურისტული მიმართულებების განვითარების პროცესში გამოიყენება. პრეზენტაციის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა მდგრად ურბანულ განვითარებაზე, ადამიანზე ორიენტირებულ დაგეგმარებაზე, მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებსა და ტექნოლოგიების როლზე თანამედროვე საცხოვრებელ და ტურისტული გარემოში.

„ჭკვიანი ქალაქის კონცეფციები, ტექნოლოგიებზეა ორიენტირებული. ჩვენი მიზანია, ყურადღება ბათუმის უნიკალურ გარემოსა და ისტორიაზე გავამახვილოთ, რათა ეს ელემენტები ჭკვიან სისტემებში ინტეგრირდეს. სწორედ ეს გახდის ამბასადორის კუნძულს გამორჩეულ პროექტად,“- განაცხადა მუსტაფა აიმ.

ამბასადორის კუნძულის ინოვაციური პროექტი, რომელიც გრძელვადიანი განვითარების პრინციპების სრული დაცვით, ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის, ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად, რეგიონის სანაპირო ზოლის ურბანული განვითარების ახალ სტანდარტს ადგენს და რეგიონისთვის ახალ ეკონომიკურ და ტურისტულ ჰაბად იქცევა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

როგორ შეგიძლია გამოიყენო მზის ენერგია ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი

როგორ შეგიძლია გამოიყენო მზის ენერგია ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი

BM.GE

ეს ე.წ. ინფორმაციები გამოიყენება ხელოვნური ანტიპიარისთვის - ლილუაშვილის ადვოკატი

ეს ე.წ. ინფორმაციები გამოიყენება ხელოვნური ანტიპიარისთვის - ლილუაშვილის ადვოკატი

BM.GE

მერია მდინარე ვერეს ხეობაში, 179 კმ²-ზე მონიტორინგის სისტემას დაამონტაჟებს - პროექტი ₾5.6 მლნ ჯდება

მერია მდინარე ვერეს ხეობაში, 179 კმ²-ზე მონიტორინგის სისტემას დაამონტაჟებს - პროექტი ₾5.6 მლნ ჯდება

BM.GE

რა წერია უვიზო მიმოსვლაზე ევროპარლამენტის ახალ ანგარიშში?

რა წერია უვიზო მიმოსვლაზე ევროპარლამენტის ახალ ანგარიშში?

BM.GE