მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ამბოლი" Yokohama-ს ოფიციალური პარტნიორი გახდა
"ამბოლი" Yokohama-ს ოფიციალური პარტნიორი გახდა

"ამბოლი" Yokohama-ს ოფიციალური პარტნიორი გახდა

BM.GE23 ოქტომბერი, 2026, 19:38|bm.ge

„ამბოლი“ იაპონური საბურავების წამყვანი მწარმოებლის, Yokohama-ს ოფიციალური პარტნიორი გახდა. აღნიშნული ექსკლუზიური თანამშრომლობა მომხმარებლებს სთავაზობს იაპონური საბურავების კიდევ უფრო მრავალფეროვან ასორტიმენტსა და უმაღლესი ხარისხის პრემიუმ პროდუქციას.

"ამბოლში" წარმოდგენილია Yokohama-ს საბურავები როგორც მსუბუქი, ისე - სატვირთო ავტომობილებისთვის. სატვირთო სეგმენტში ხელმისაწვდომია მოდელები ყველა ტიპის მარშრუტისთვის - რეგიონული, შორ მანძილზე გადაზიდვებისა და შერეული გზის ზედაპირსთვის.

Yokohama Rubber Company 1917 წელს დაარსდა იაპონიაში და საუკუნეზე მეტია, რაც გლობალური ავტოინდუსტრიის ერთ-ერთ წამყვან ინოვატორად ითვლება. ბრენდი მსოფლიოში ცნობილია იაპონური სიზუსტით, გამძლეობითა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით. Yokohama-ს საბურავებით ქარხნულად კომპლექტდება ისეთი პრემიუმ ავტო ბრენდები, როგორებიცაა: Porsche, Bentley და Mercedes-AMG.

Yokohama მხოლოდ ხანგრძლივი ისტორიით არ გამოირჩევა. Tyres & Accessories-ის 2026 წლის რეიტინგში, რომელიც 2025 წლის საბურავების გაყიდვების მონაცემებს ეფუძნება, Yokohama Rubber მსოფლიოში მეექვსე ადგილს იკავებს.

საერთაშორისო ტესტებისა და რეიტინგების მონაცემებით, Yokohama-ს საბურავები კონკურენტებთან შედარებით გამოირჩევა: სველ და მშრალ საფარზე მაღალი მოჭიდებით, შემცირებული სამუხრუჭე მანძილით, პროტექტორის თანაბარი ცვეთით, ხანგრძლივი საექსპლუატაციო რესურსითა და მართვის კომფორტით. ბრენდის ინოვაციური მიდგომები და მაღალი ხარისხი მრავალჯერ აღინიშნა საერთაშორისო ჯილდოებით - მათ შორის დიზაინის პრესტიჟული აღიარებებით (Good Design Awards) და მომხმარებელთა რჩეული ტიტულებით, რაც მის სანდოობას კიდევ უფრო უსვამს ხაზს.

ბრენდის ექსკლუზივის მოპოვებით, „ამბოლში“ იაპონური საბურავების არჩევანი კიდევ უფრო გაფართოვდა. ამჟამად კომპანია მომხმარებელს იაპონური ავტოინდუსტრიის ისეთ წამყვან ბრენდებს სთავაზობს, როგორებიცაა: Yokohama, Dunlop და Toyo. ზამთრის მოახლოებასთან ერთად, გზებზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს უსაფრთხოება - იაპონური ზამთრის საბურავები კი სწორედ თავისი გამძლეობითა და საიმედოობით გამოირჩევა. აღნიშნული ბრენდების ერთ სივრცეში თავმოყრა მომხმარებლისთვის სასურველი მახასიათებლებისა და მაღალი ხარისხის საბურავის შერჩევის დამატებითი გარანტიაა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Capital Square-ის მრავალფუნქციური კომპლექსი შენდება

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Capital Square-ის მრავალფუნქციური კომპლექსი შენდება

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE

"ინვეტ ჯგუფმა" ქანდაში ₾4.4 მილიონის ინვესტიციით მარცვლეულის შემნახველი საწარმო გახსნა

"ინვეტ ჯგუფმა" ქანდაში ₾4.4 მილიონის ინვესტიციით მარცვლეულის შემნახველი საწარმო გახსნა

BM.GE

ბაზისბანკმა Citibank-ში აშშ დოლარის საკორესპონდენტო ანგარიში გახსნა

ბაზისბანკმა Citibank-ში აშშ დოლარის საკორესპონდენტო ანგარიში გახსნა

BM.GE