მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ინვეტ ჯგუფმა" ქანდაში ₾4.4 მილიონის ინვესტიციით მარცვლეულის შემნახველი საწარმო გახსნა
"ინვეტ ჯგუფმა" ქანდაში ₾4.4 მილიონის ინვესტიციით მარცვლეულის შემნახველი საწარმო გახსნა

"ინვეტ ჯგუფმა" ქანდაში ₾4.4 მილიონის ინვესტიციით მარცვლეულის შემნახველი საწარმო გახსნა

BM.GE23 ოქტომბერი, 2026, 20:56|bm.ge

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქანდაში კომპანია "ინვეტ ჯგუფმა" 11 000 ტონის ტევადობის მარცვლეულის შემნახველი ახალი, მაღალტექნოლოგიური მეურნეობა გახსნა - ინფორმაციას ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 4,4 მილიონ ლარს შეადგენს. ფინანსური პაკეტიდან 1,5 მილიონი ლარი შეღავათიანი აგროკრედიტის რესურსია, 364 818 ლარი - სახელმწიფოს თანადაფინანსება, ხოლო დარჩენილი ნაწილი კომპანიის საკუთარი კაპიტალით განხორციელდა.

ახალი საწარმო თანამედროვე სასილოსე რეზერვუარებითაა აღჭურვილი, სადაც ტემპერატურისა და ტენიანობის ავტომატიზებული კონტროლის სისტემა მუშაობს. ინფრასტრუქტურა ბიზნესს საშუალებას აძლევს, მინიმუმამდე დაიყვანოს მოსავლის დანაკარგები და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეინარჩუნოს მარცვლეულის ხარისხობრივი მაჩვენებლები.

2001 წელს დაფუძნებული "ინვეტ ჯგუფი" ოთხ ძირითად მიმართულებას აერთიანებს: ვეტპროდუქციას, ვეტერინარულ მომსახურებას, კომბინირებული საკვებისა და საკვებდანამატების წარმოებასა და ზოოპროდუქტებს. კომპანია ქვეყნის მასშტაბით 37 ფილიალითა და სრული სადისტრიბუციო ქსელით ოპერირებს და ბაზარს ვეტერინარული მედიკამენტების, ვაქცინების, ცხოველთა და ფრინველთა ბალანსირებული კვებისა და მოვლის საშუალებების ფართო სპექტრს აწვდის.

კომპანია სახელმწიფო მხარდაჭერის აგროპროგრამებში 2015 წლიდან აქტიურად არის ჩართული.

საწარმოს გახსნის ოფიციალურ ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი დაესწრო.

მისი განცხადებით, თანამედროვე სასაწყობო ინფრასტრუქტურის განვითარება აგროსექტორის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა:

"მოსავლის სათანადო პირობებში შენახვა პირდაპირ უკავშირდება პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებასა და სასოფლო-სამეურნეო დანაკარგების შემცირებას. მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორი თანამედროვე ტექნოლოგიებს ნერგავს და ინფრასტრუქტურის განვითარებაში ინვესტიციებს ახორციელებს. სახელმწიფოს მხარდაჭერის მიზანიც სწორედ ასეთი ინიციატივების ხელშეწყობაა, რათა აგროსექტორში წარმოების შესაძლებლობები გაიზარდოს და საქმიანობა გრძელვადიან განვითარებაზე იყოს ორიენტირებული", - აღნიშნა ავალიანმა.

სამინისტროს მონაცემებით, პროგრამის - "შეღავათიანი აგროკრედიტი" - ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით შემნახველი მეურნეობების შესაქმნელად ჯამში 939 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების აგროსესხია გაცემული, საიდანაც სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 169 მილიონ ლარს აჭარბებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დღეისთვის 2 195 ტონა არასტანდარტული ვაშლი 9 საწარმომ ჩაიბარა | სუბსიდია ₾219 500-ს აჭარბებს

დღეისთვის 2 195 ტონა არასტანდარტული ვაშლი 9 საწარმომ ჩაიბარა | სუბსიდია ₾219 500-ს აჭარბებს

BM.GE

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Capital Square-ის მრავალფუნქციური კომპლექსი შენდება

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Capital Square-ის მრავალფუნქციური კომპლექსი შენდება

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE

ბაზისბანკმა Citibank-ში აშშ დოლარის საკორესპონდენტო ანგარიში გახსნა

ბაზისბანკმა Citibank-ში აშშ დოლარის საკორესპონდენტო ანგარიში გახსნა

BM.GE