
AMD-ის აქციების შეფასება მკვეთრად იზრდება
ტექნოლოგიურმა გიგანტმა AMD-მ პირველი კვარტლის ფინანსური ანგარიში წარადგინა, რომლის მაჩვენებლებმაც ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა.
კომპანიის შემოსავალმა $10.3 მილიარდი შეადგინა, ხოლო მოგებამ თითო აქციაზე – $1.37 დოლარი. პოზიტიური ანგარიშის წარმოდგენის ფონზე, AMD-ის აქციების შეფასება წინასავაჭრო სესიაზე 18%-ზე მეტით გაიზარდა.
კომპანიის ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა მონაცემთა დამუშავების ცენტრების მიმართულებაა, რომლის შემოსავალი წლიურად 57%-ით გაიზარდა და $5.8 მილიარდი შეადგინა. რაც შეეხება სამომხმარებლო სეგმენტს, მან $2.9 მილიარდი მოიტანა, ხოლო გეიმინგის მიმართულებამ – $720 მილიონი.
ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე აგენტებისა და ავტონომიური ბოტების მიმართ ინტერესის ზრდამ პროცესორებზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა. ამასთან, AMD ბაზარზე Helios-ის სისტემის გაშვებას გეგმავს, რომელიც კომპანიის გრაფიკულ და ცენტრალურ პროცესორებს ერთიან სერვერულ პლატფორმაში გააერთიანებს.
მეორე კვარტლისთვის კომპანია $11.5 მილიარდამდე შემოსავალს პროგნოზირებს, რაც კვლავ აჭარბებს ანალიტიკოსების მიერ დაფიქსირებულ $10.5 მილიარდიან მოლოდინს.
BM.GE
წყარო: bm.ge