მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. AMD-მ Nvidia-ს მეტოქე AI-სერვერების სისტემა Helios-ი წარადგინა
AMD-მ Nvidia-ს მეტოქე AI-სერვერების სისტემა Helios-ი წარადგინა

AMD-მ Nvidia-ს მეტოქე AI-სერვერების სისტემა Helios-ი წარადგინა

BM.GE21 ივლისი, 2026, 20:07|bm.ge

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა AMD-მ ხელოვნური ინტელექტის პირველი სერვერული სისტემა Helios-ი წარადგინა.

აღსანიშნი ფაქტია, რომ ახალი პროდუქტის უმსხვილესი მყიდველი მომენტალურად Microsoft-ი გახდა. როგორც ირკვევა, Windows-ის შემქმნელ კომპანიას ახალი სისტემა Azure-ის მონაცემთა ცენტრებში განთავსებისთვის და AI მოდელების განვითარებისთვის დასჭირდა, Nvidia-ს სერვერული სისტემების გარშემო არსებული დეფიციტი კი მაქვს აქამდე ალტერნატივის საშუალებას არ აძლევდა. ახალი მოწყობილობების მიწოდება წლის ბოლოს დაიწყება და ის ბაზარზე Nvidia-ს Grace Blackwell-ისა და Vera Rubin-ის სისტემების მთავარი კონკურენტი გახდება.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ Microsoft-ის გარდა, Helios-ის სისტემებით Meta OpenAI, Oracle-ი და ინდური TCS-იც დაინტერესდნენ. მათმა ნაწილმა პირველი შეკვეთა უკვე გააფორმა. Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორის, სატია ნადელას განცხადებით, ეს გადაწყვეტილება კომპანიას საშუალებას მისცემს, მომხმარებლებისთვის ახალი თაობის AI აპლიკაციები გაცილებით სწრაფად შექმნან.

რაც შეეხება ბაზრის რეაქციას, სიახლის გავრცელების შემდეგ საფონდო ბირჟაზე AMD-ის აქციების ფასი 4%-ზე მეტით გაიზარდა, ხოლო Microsoft-ის აქციების ღირებულებამ 1%-ით მოიმატა.

ცნობისთვის, Microsoft-სა და AMD-ს მრავალწლიანი პარტნიორობა აკავშირებთ. Microsoft-მა AMD-ის AI ჩიპები პირველად 2023 წელს გამოიყენა

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ერთი ბაზარი ტურიზმის ზრდისთვის საკმარისი არ არის - სექტორი ბაზრების დივერსიფიკაციის აუცილებლობაზე საუბრობს

ერთი ბაზარი ტურიზმის ზრდისთვის საკმარისი არ არის - სექტორი ბაზრების დივერსიფიკაციის აუცილებლობაზე საუბრობს

BM.GE

საბერძნეთი 17 წლამდე პირებისთვის ელექტროსკუტერებით სარგებლობას კრძალავს

საბერძნეთი 17 წლამდე პირებისთვის ელექტროსკუტერებით სარგებლობას კრძალავს

BM.GE

სეს-მა თბილისში არაალკოჰოლური სასმელების ორ საწარმოს წარმოება შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერა

სეს-მა თბილისში არაალკოჰოლური სასმელების ორ საწარმოს წარმოება შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერა

BM.GE

ირანმა ბაჰრეინში Amazon-ის მონაცემთა ცენტრი დაბომბა

ირანმა ბაჰრეინში Amazon-ის მონაცემთა ცენტრი დაბომბა

BM.GE