მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ამერიკელმა კონგრესმენმა რო კანამ თვითგანვითარებადი AI-ს შეზღუდვის ინიციატივა წარადგინა - რას ნიშნავს ეს?
ამერიკელმა კონგრესმენმა რო კანამ თვითგანვითარებადი AI-ს შეზღუდვის ინიციატივა წარადგინა - რას ნიშნავს ეს?

ამერიკელმა კონგრესმენმა რო კანამ თვითგანვითარებადი AI-ს შეზღუდვის ინიციატივა წარადგინა - რას ნიშნავს ეს?

BM.GE29 სექტემბერი, 2026, 19:47|bm.ge

აშშ-ის კონგრესმენმა რო კანამ რეკურსიული, ანუ თვითგანვითარებადი ხელოვნური ინტელექტის აკრძალვის შესახებ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა მოამზადა. როგორც ირკვევა, დოკუმენტი ტექნოლოგიის გამოყენებაზე დროებითი მორატორიუმის დაწესებას უსაფრთხოების სათანადო ზომების მიღებამდე ითვალისწინებს.

საკანონმდებლო წინადადება უსაფრთხოების სავალდებულო პროტოკოლების დანერგვას, ტექნოლოგიის გამჭვირვალობასა და ადამიანის მხრიდან მუდმივი მონიტორინგის უზრუნველყოფას მოითხოვს. კანონმდებელი მიზნად შესაძლო ეგზისტენციალური საფრთხეების დროულ პრევენციას ისახავს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საკანონმდებლო ინიციატივას ტექნოლოგიურ სექტორში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. კომპანიების ნაწილი, მათ შორის OpenAI და Anthropic-ი, უსაფრთხოების გამკაცრებულ სტანდარტებს ემხრობა, თუმცა ბიზნესის წარმომადგენელთა მეორე ჯგუფი, მათ შორის Meta და Nvidia, გადაჭარბებული რეგულაციების გამო ამერიკული ტექნოლოგიური ლიდერობის დაკარგვის საფრთხეს ხედავს.

ცნობისთვის, რეკურსიულ ხელოვნურ ინტელექტს საკუთარი კოდისა და შესაძლებლობების დამოუკიდებლად გაუმჯობესება შეუძლია. სპეციალისტების შეფასებით, თვითგანვითარებადი სისტემები ადამიანის კონტროლის ფარგლებს შესაძლოა გასცდეს, რაც გაუთვალისწინებელი შედეგების დადგომის რისკებს გაზრდის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი და პუტინი უკრაინაში ომის დასრულების საკითხს ჩინეთში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ

ტრამპი და პუტინი უკრაინაში ომის დასრულების საკითხს ჩინეთში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ

BM.GE

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გეოლოგიურ კვლევაზე კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია - გიორგი კაკაურიძე

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გეოლოგიურ კვლევაზე კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია - გიორგი კაკაურიძე

BM.GE

თბილისის ყველაზე იაფ უბანში იპოთეკა ოჯახების მხოლოდ 5%-ისთვისაა ხელმისაწვდომი | "პროგრესული ფორუმის" კვლევა

თბილისის ყველაზე იაფ უბანში იპოთეკა ოჯახების მხოლოდ 5%-ისთვისაა ხელმისაწვდომი | "პროგრესული ფორუმის" კვლევა

BM.GE

ბიტკოინის ფასი $69,000-მდე დაეცა

ბიტკოინის ფასი $69,000-მდე დაეცა

BM.GE