მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტრამპი და პუტინი უკრაინაში ომის დასრულების საკითხს ჩინეთში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ
ტრამპი და პუტინი უკრაინაში ომის დასრულების საკითხს ჩინეთში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ

ტრამპი და პუტინი უკრაინაში ომის დასრულების საკითხს ჩინეთში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ

BM.GE13 ნოემბერი, 2026, 22:24|bm.ge

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მომავალ კვირას ჩინეთში დაგეგმილ შეხვედრაზე უკრაინაში ომის დასრულების საკითხს განიხილავენ.

კრემლის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, ლიდერები ქალაქ შენჟენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე 18-19 ნოემბერს შეხვდებიან.

უშაკოვმა აღნიშნა, რომ მხარეები ურთიერთობების დარეგულირებასთან დაკავშირებული საკითხების სრული სპექტრის განხილვასაც გეგმავენ. როგორც კრემლის წარმომადგენელმა განაცხადა, კონფერენციის ფარგლებში პრეზიდენტებმა შესაძლოა სამმხრივი მოლაპარაკებები ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთანაც გამართონ.

საყურადღებოა, რომ ჩინეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებში უკრაინისა და ევროპის წარმომადგენლები მონაწილეობას არ მიიღებენ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ განაცხადა, რომ რუსეთის, ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერების სამმხრივი შეხვედრა პუტინს მხოლოდ ომის გაგრძელებისკენ უბიძგებს. სიბიჰას თქმით, მშვიდობისკენ გადადგმული ბევრად უფრო პროდუქტიული ნაბიჯი ტრამპის, პუტინისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სამმხრივი შეხვედრა იქნებოდა, თუმცა რუსეთის ლიდერი ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრაზე კვლავ უარს ამბობს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 183 სტატია.

  • რუსეთის მასიური დრონებით შეტევა უკრაინაზე, არის მსხვერპლი და ნგრევაფორმულა
  • აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები იწყებატვ პირველი
  • აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-ის და რუსეთის დელეგაციებს შორის ორდღიანი სამმხრივი მოლაპარაკებები იწყებარუსთავი 2
  • აშშ-მა დაამტკიცა უკრაინისთვის „პატრიოტის“ 500 რაკეტის შესაძლო მიყიდვანეტგაზეთი
უკრაინის →ტრამპი →საკითხზე →

მსგავსი სტატიები

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გეოლოგიურ კვლევაზე კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია - გიორგი კაკაურიძე

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გეოლოგიურ კვლევაზე კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია - გიორგი კაკაურიძე

BM.GE

თბილისის ყველაზე იაფ უბანში იპოთეკა ოჯახების მხოლოდ 5%-ისთვისაა ხელმისაწვდომი | "პროგრესული ფორუმის" კვლევა

თბილისის ყველაზე იაფ უბანში იპოთეკა ოჯახების მხოლოდ 5%-ისთვისაა ხელმისაწვდომი | "პროგრესული ფორუმის" კვლევა

BM.GE

ბიტკოინის ფასი $69,000-მდე დაეცა

ბიტკოინის ფასი $69,000-მდე დაეცა

BM.GE

მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

BM.GE