მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ამერიკელმა კონგრესმენმა რო კანამ თვითგანვითარებადი AI-ს შეზღუდვის ინიციატივა წარადგინა - რას ნიშნავს ეს?
ამერიკელმა კონგრესმენმა რო კანამ თვითგანვითარებადი AI-ს შეზღუდვის ინიციატივა წარადგინა - რას ნიშნავს ეს?

ამერიკელმა კონგრესმენმა რო კანამ თვითგანვითარებადი AI-ს შეზღუდვის ინიციატივა წარადგინა - რას ნიშნავს ეს?

BM.GE29 სექტემბერი, 2026, 19:47|bm.ge

აშშ-ის კონგრესმენმა რო კანამ რეკურსიული, ანუ თვითგანვითარებადი ხელოვნური ინტელექტის აკრძალვის შესახებ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა მოამზადა. როგორც ირკვევა, დოკუმენტი ტექნოლოგიის გამოყენებაზე დროებითი მორატორიუმის დაწესებას უსაფრთხოების სათანადო ზომების მიღებამდე ითვალისწინებს.

საკანონმდებლო წინადადება უსაფრთხოების სავალდებულო პროტოკოლების დანერგვას, ტექნოლოგიის გამჭვირვალობასა და ადამიანის მხრიდან მუდმივი მონიტორინგის უზრუნველყოფას მოითხოვს. კანონმდებელი მიზნად შესაძლო ეგზისტენციალური საფრთხეების დროულ პრევენციას ისახავს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საკანონმდებლო ინიციატივას ტექნოლოგიურ სექტორში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. კომპანიების ნაწილი, მათ შორის OpenAI და Anthropic-ი, უსაფრთხოების გამკაცრებულ სტანდარტებს ემხრობა, თუმცა ბიზნესის წარმომადგენელთა მეორე ჯგუფი, მათ შორის Meta და Nvidia, გადაჭარბებული რეგულაციების გამო ამერიკული ტექნოლოგიური ლიდერობის დაკარგვის საფრთხეს ხედავს.

ცნობისთვის, რეკურსიულ ხელოვნურ ინტელექტს საკუთარი კოდისა და შესაძლებლობების დამოუკიდებლად გაუმჯობესება შეუძლია. სპეციალისტების შეფასებით, თვითგანვითარებადი სისტემები ადამიანის კონტროლის ფარგლებს შესაძლოა გასცდეს, რაც გაუთვალისწინებელი შედეგების დადგომის რისკებს გაზრდის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რამდენად გაიზარდა სოფლის მეურნეობა 2012 წლის შემდეგ - რას აჩვენებს ნომინალური და რეალური მონაცემები?

რამდენად გაიზარდა სოფლის მეურნეობა 2012 წლის შემდეგ - რას აჩვენებს ნომინალური და რეალური მონაცემები?

BM.GE

მთავრობამ "საქართველოს განვითარების ფონდი" გააუქმა, თუმცა ლიკვიდაციის ვადამ 2027 წლამდე გადაიწია

მთავრობამ "საქართველოს განვითარების ფონდი" გააუქმა, თუმცა ლიკვიდაციის ვადამ 2027 წლამდე გადაიწია

BM.GE

ევროკავშირის თავდაცვის მინისტრებმა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის რაკეტების გადაცემა ვერ შეათანხმეს

ევროკავშირის თავდაცვის მინისტრებმა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის რაკეტების გადაცემა ვერ შეათანხმეს

BM.GE

რუსეთი ევრაზიული კავშირის წევრ და მეზობელ ქვეყნებში ნაღდი ფულის გატანას ზღუდავს

რუსეთი ევრაზიული კავშირის წევრ და მეზობელ ქვეყნებში ნაღდი ფულის გატანას ზღუდავს

BM.GE