მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ამერიკის სახელმწიფო ვალმა მშპ-ის 100%-ს გადააჭარბა
ამერიკის სახელმწიფო ვალმა მშპ-ის 100%-ს გადააჭარბა

ამერიკის სახელმწიფო ვალმა მშპ-ის 100%-ს გადააჭარბა

BM.GE1 მაისი, 2026, 21:39|bm.ge

აშშ-ის სახელმწიფო ვალმა ქვეყნის ეკონომიკის მოცულობას გადააჭარბა, რაც ისტორიულად კრიტიკულ ზღვრად მიიჩნევა. უახლესი მონაცემებით, საჯარო ვალის მოცულობამ $31.3 ტრილიონი შეადგინა, მაშინ როდესაც გასული წლის მთლიანი შიდა პროდუქტი $31.2 ტრილიონი იყო. შესაბამისად, ვალის შეფარდება მშპ-სთან 100.2%-მდე გაიზარდა, რაც გასული ფისკალური წლის ბოლოს არსებულ 99.5%-იან მაჩვენებელზე მაღალია.

სპეციალისტების ვარაუდით, აღნიშნული მაჩვენებელი ზრდას მომავალშიც განაგრძობს, რადგან ფედერალური მთავრობის დეფიციტი მშპ-ის თითქმის 6%-ს აღწევს.

მიუხედავად იმისა, რომ 100%-იანი ნიშნულის გადაკვეთა სიმბოლურია, იგი ქვეყნის წინაშე არსებულ მზარდ ფისკალურ სტრესზე მიუთითებს. არსებული ტენდენციით, აშშ უახლოვდება საფრანგეთის, იტალიის, საბერძნეთისა და იაპონიის მაჩვენებლებს, თუმცა ვაშინგტონს სარეზერვო ვალუტაზე კონტროლი მანევრირების მეტ საშუალებას აძლევს.

სახელმწიფო ვალის ზრდა პირდაპირ აისახება საბიუჯეტო ხარჯებზე, რადგან ფედერალური დანახარჯების ყოველი მეშვიდე დოლარი ახლა სესხის მომსახურების პროცენტზე მიდის. კონგრესის საბიუჯეტო ოფისის გათვლებით, საპროცენტო განაკვეთის მცირედი, 0.1 პროცენტული პუნქტით მატებაც კი, მომდევნო 10 წლის განმავლობაში ქვეყანას დამატებით $379 მილიარდი დაუჯდება.

ცნობისთვის, აშშ-ის ისტორიაში ვალის მაქსიმალური მაჩვენებელი, მშპ-ის 106.1%, 1946 წელს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაფიქსირდა, თუმცა თანხის ნომინალური მოცულობა ახლა გაცილებით უფრო მაღალია.

რაც შეეხება აშშ-ის საერთო ვალს, რაც საჯარო და კერძო ვალდებულებებსაც მოიცავს, ის რეკორდულ $39.2 ტრილიონს შეადგენს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE