მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Amex-თან დაკავშირებით დავა დადებითად განვითარდა, რის შედეგადაც Amex-მა საბარათე სივრცე ყველა ბანკისთვის გახსნა - ნათია თურნავა
Amex-თან დაკავშირებით დავა დადებითად განვითარდა, რის შედეგადაც Amex-მა საბარათე სივრცე ყველა ბანკისთვის გახსნა - ნათია თურნავა

Amex-თან დაკავშირებით დავა დადებითად განვითარდა, რის შედეგადაც Amex-მა საბარათე სივრცე ყველა ბანკისთვის გახსნა - ნათია თურნავა

BM.GE18 მაისი, 2026, 19:19|bm.ge

"American Express-თან დაკავშირებით ორ საბანკო დაწესებულებას შორის დავა ძალიან დადებითად განვითარდა, რის შედეგადაც Amex-მა გახსნა თავისი საბარათე სივრცე ყველა საბანკო ინსტიტუტისთვის", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საბანკო სექტორში არსებულ კონკურენციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას.

ნათია თურნავას თქმით, სებ-ის ფუნქციაა იყოს ნეიტრალური არბიტრი საფინანსო და საბანკო სფეროს მონაწილეებს შორის იმ მიზნით, რათა დაცული იყოს სამართლიანი კონკურენცია და მომხმარებლების ინტერესები. ამასთან, თურნავა აღნიშნავს რომ საბანკო მიმართულებით კონცენტრაცია ისტორიულად მაღალია, თუმცა საგადახდო სფეროში სულ უფრო მეტი მონაწილე ერთვება, რასაც თან ერთვის სებ-ის მარეგულირებელი გადაწყვეტილებები, რომლებიც ბაზარზე ხელმისაწვდომობას ღია ბანკინგის თუ სხვა ახალი წესების დამკვიდრებით სულ უფრო მეტი ოპერატორისთვის უზრუნველყოფს. ამასთან, ნათია თურნავას განცხადებით სებ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დადებითად აისახა მათ შორის, როგორც ამ განცხადებიდან ირკვევა, წარსულში არსებობდა დავა Amex-ის ბარათებთან დაკავშირებით, რომლებიც მხოლოდ ერთი ბანკის ქსელში გაიცემოდა, ხოლო 2025 წლის ივლისიდან კი ის საქართველოში მოღვაწე ყველა კომერციული ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდა.

"ჩვენ მომავალშიც მზად ვართ ყველა ასეთი დარღვევა განვიხილოთ თუკი იქნება მომართვა", - განაცხადა ნათია თურნავამ.

2025 წლის 25 ივლისს, American Express-მა გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც კომპანია მზად არის საკუთარი საგადახდო სისტემა საქართველოს ყველა ბანკისთვის გახსნას. ამავე ინფორმაციის მიხედვით, კომპანიას განზრახული აქვს ითანამშრომლოს იმ ბანკებთან, რომლებიც გამოთქვამენ ინტერესს American Express-თან გლობალური ქსელის ბარათების ემისიასა და ექვაირინგზე საქართველოში.

მაშინ სებ-მა განცხადება გამოაქვეყნა და მიუთითა, რომ ეს გადაწყვეტილება ბაზარზე კონკურენციის ზრდას შეუწყობდა ხელს. როგორც ირკვევა ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა დავა, რომლის გადაწყვეტაშიც სებ-ი იყო ჩართული, რის შესახებაც განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დღეს გააკეთა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბანკის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 121 სტატია.

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართებატვ პირველი
  • POLITICO: ტრამპის ჩრდილი ბრიტანეთის ეკონომიკას კვლავ ემუქრება - ინგლისის ბანკმა განაცხადა, რომ ირანში განახლებულმა კონფლიქტმა შესაძლოა ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოსიმედი
  • მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი: გავაგრძელებთ საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერას, რათა ძლიერი რეზოლუციის სისტემა იქონიოს. მსოფლიო ბანკს კვლავაც აქვს პატივი საქართველოს გვერდით იდგეს განვითარების ამ პროცესშირუსთავი 2
  • „საქართველოს ბანკის“ ფილიალში კაცი შეიჭრა და ისროლა – შსსნეტგაზეთი
ბანკის →

მსგავსი სტატიები

რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინა

რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინა

BM.GE

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE

31 ივლისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

31 ივლისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

BM.GE

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE