მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ამომავალი ვარსკვლავი Excel-ის ინდუსტრიაში - გიორგი დათუკიშვილმა ლონდონში, Excel-ის გლობალურ სამიტზე წარდგენილ ნომინაციაში გაიმარჯვა
ამომავალი ვარსკვლავი Excel-ის ინდუსტრიაში - გიორგი დათუკიშვილმა ლონდონში, Excel-ის გლობალურ სამიტზე წარდგენილ ნომინაციაში გაიმარჯვა

ამომავალი ვარსკვლავი Excel-ის ინდუსტრიაში - გიორგი დათუკიშვილმა ლონდონში, Excel-ის გლობალურ სამიტზე წარდგენილ ნომინაციაში გაიმარჯვა

BM.GE21 მაისი, 2026, 02:20|bm.ge

ელექტრონული აკადემიის დამფუძნებელმა, პროფესორმა, ტრენერმა გიორგი დათუკიშვილმა ლონდონში, Excel-ის გლობალურ სამიტზე წარდგენილ ნომინაციაში გაიმარჯვა.

კერძოდ, ის არის გამარჯვებული - ამომავალი ვარსკვლავი Excel-ის ინდუსტრიაში.

გიორგი დათუკიშვილი ფინალში მსოფლიოს 4 სხვა ქვეყნიდან შერჩეულ კანდიდატებთან ერთად მონაწილეობდა.

Global Excel Awards-ი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოებაა Excel-ის სფეროში. ის მსოფლიოს წამყვან პროფესიონალებს, იზოლატორებსა და განათლების სფეროს წარმომადგენლებს აერთიანებს.

ჯილდო, რომელიც გიორგი დათუკიშვილს გადაეცა, იმ ადამიანების აღიარებაა, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მონაცემთა ანალიტიკის განვითარებასა და ცოდნის გავრცელებაში.

შეგახსენებთ, რომ Global Excel Awards Excel-ი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებად მიიჩნევა. ის ყოველწლიურად ლონდონში ტარდება და სხვადასხვა ქვეყნიდან წამყვან პროფესიონალებს აერთიანებს. წლევანდელ ფინალისტებს შორის იყვნენ წარმომადგენლები იტალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, უნგრეთიდან და საბერძნეთიდან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE