მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ანაკლიის აკვატორიაში ფსკერის დაღრმავებისთვის მეორე ხომალდიც შემოვიდა
ანაკლიის აკვატორიაში ფსკერის დაღრმავებისთვის მეორე ხომალდიც შემოვიდა

ანაკლიის აკვატორიაში ფსკერის დაღრმავებისთვის მეორე ხომალდიც შემოვიდა

BM.GE1 სექტემბერი, 2026, 17:21|bm.ge

„ანაკლიის პორტში ფსკერის დაღრმავებითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ნავსადგურის საზღვაო აკვატორიაში Jan De Nul ჯგუფის რიგით მეორე დამღრმავებელი გემი Al-Idrisi შემოვიდა“ - აცხადებს შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი ზურაბ სიჭინავა.

პორტის ტერიტორიაზე ფსკერის დაღრმავების სამუშაოებს Jan De Nul ჯგუფის ფლოტის ორი გემი - Al-Idrisi და Tristao Da Cunha ერთად განახორციელებენ.

„ერთი თვის წინ შემოვიდა Tristao Da Cunha - ესეც Jan De Nul ჯგუფის დამღრმავებელი გემია, რომელმაც დაახლოებით 1 კილომეტრის სიგრძის ტალღმტეხელის ძირში დაღრმავებითი სამუშაოების განხორციელება უზრუნველყო, ახლა კი გადაინაცვლა ანაკლიის შემოსასვლელი არხის და მოსაბრუნებელი აუზის დაღრმავებითი სამუშაოების განსახორციელებლად. Al-Idrisi და Tristao Da Cunha სამუშაოებს ერთობლივად ახორციელებენ, რის შედეგადაც ანაკლიაში ფსკერი 17,5 მეტრამდე დაღრმავდება“, - აცხადებს ზურაბ სიჭინავა.

კომპანია ფსკერის დაღრმავების სამუშაოებს 2024 წლის აგვისტოში ხელმოწერილი ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებს. თავდაპირველად კონტრაქტის ღირებულება 200 მილიონი დოლარი იყო, თუმცა ის მიმდინარე წლის გაზაფხულზე 150 მილიონ დოლარამდე შემცირდა.

2026 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ გადახედა ანაკლიის ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პარამეტრებს და ის შეამცირა. უფრო დეტალურად, მისასვლელი არხის, მოსაბრუნებელი ადგილის/აუზისა და ტალღმტეხის საერთო ფართობი დაახლოებით 113.1 ჰექტარიდან 105 ჰექტარამდე შემცირდა.

ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ფსკერდაღრმავებით სამუშაოებს ეხება. მათი მოცულობა დაახლოებით 7.5 მილიონი კუბური მეტრიდან 5.25 მილიონ კუბურ მეტრამდე მცირდება, ანუ დაახლოებით 30%-ით. განახლებული პროექტის მიხედვით, ამოღებული ფსკერული მასალის სრული მოცულობა ზღვაში, წყალქვეშა კანიონში განთავსდება.

მისასვლელი არხის სიგრძე 2,000 მეტრიდან 1,800 მეტრამდე შემცირდება. არხის სიგანე უცვლელი რჩება, ხოლო გარანტირებული სიღრმე ბალტიის ზღვის დონიდან 20.31 მეტრიდან 18 მეტრამდე მცირდება.

ცვლილება ასევე ეხება მოსაბრუნებელ ადგილს/აუზს. მისი რადიუსი დაახლოებით 271 მეტრიდან 270 მეტრამდე მცირდება, ხოლო გარანტირებული სიღრმე 17.21 მეტრიდან 15.20 მეტრამდე იქნება.

ამასთან, ტალღმტეხის სიგრძე 1,370 მეტრიდან 1,376 მეტრამდე იზრდება. სააგენტოს დოკუმენტის მიხედვით, დამატებითი 6 მეტრი მხოლოდ წყალქვეშა საყრდენ ნაწილს ეხება და კონსტრუქციის მდგრადობის უზრუნველყოფას ემსახურება.

პროექტის ძირითადი პარამეტრები

პარამეტრი სააგენტოსთან შეთანხმებული პროექტი განახლებული პროექტი ცვლილება ფსკერდაღრმავების მოცულობა 7.5 მლნ მ³ 5.25 მლნ მ³ -30% საზღვაო ინფრასტრუქტურის ფართობი 113.1 ჰა 105 ჰა -7.2% მისასვლელი არხის სიგრძე 2,000 მ 1,800 მ -10% მისასვლელი არხის სიგანე 230 მ 230 მ უცვლელი მისასვლელი არხის გარანტირებული სიღრმე -20.31 მ -18.00 მ შემცირება მოსაბრუნებელი აუზის რადიუსი 270–271 მ 270 მ პრაქტიკულად უცვლელი მოსაბრუნებელი აუზის გარანტირებული სიღრმე -17.21 მ -15.20 მ შემცირება ტალღმტეხის სიგრძე 1,370 მ 1,376 მ +6 მ

ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის შემცირების მიუხედავად, პორტს კვლავ შეეძლება 10,600 კონტეინერის (TEU) ტვირთამწეობის ხომალდების მიღება.

2026 წლის პირველ ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენებას შეცვლილი მოდელით გეგმავს - კერძო ინვესტორის ნაცვლად, პორტს სახელმწიფო ააშენებს, რისთვისაც დამატებით, დაახლოებით, 200 მილიონი დოლარის მობილიზება გახდება საერთაშორისო დონორებისგან საჭირო. პორტის ნავმისადგომების აშენების შემდეგ კი, სახელმწიფო გეგმავს გრძელვადიანი იჯარით გააქირავოს საპორტო ინფრასტრუქტურა სხვადასხვა ქვეყნის კერძო ლოგისტიკურ ჯგუფზე.

ეკონომიკის სამინისტრო ელის, რომ კერძო ოპერატორები, დაახლოებით, 350-400 მილიონი დოლარის ინვესტიციებს ჩადებენ სატერმინალო ინფრასტრუქტურის მოწყობაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სასტუმრო "პაბელონი" ზაფხულის ტურისტულ სეზონზე 80%-იანი დატვირთვით მუშაობდა - გენმენეჯერი

სასტუმრო "პაბელონი" ზაფხულის ტურისტულ სეზონზე 80%-იანი დატვირთვით მუშაობდა - გენმენეჯერი

BM.GE

საქართველოში შვედეთის ახალმა ელჩმა დევიდ ემტესტამმა დიპლომატიური მისია ოფიციალურად დაიწყო

საქართველოში შვედეთის ახალმა ელჩმა დევიდ ემტესტამმა დიპლომატიური მისია ოფიციალურად დაიწყო

BM.GE

"ბიზნესის დუმილის" კანონით ხელისუფლება იზოლაციაში აქცევს ამ ძალას|ინტერვიუ დავით ბეგიაშვილთან

"ბიზნესის დუმილის" კანონით ხელისუფლება იზოლაციაში აქცევს ამ ძალას|ინტერვიუ დავით ბეგიაშვილთან

BM.GE

ინდოეთმა რუსეთს უკრაინაში ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა

ინდოეთმა რუსეთს უკრაინაში ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა

BM.GE