მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სასტუმრო "პაბელონი" ზაფხულის ტურისტულ სეზონზე 80%-იანი დატვირთვით მუშაობდა - გენმენეჯერი
სასტუმრო "პაბელონი" ზაფხულის ტურისტულ სეზონზე 80%-იანი დატვირთვით მუშაობდა - გენმენეჯერი

სასტუმრო "პაბელონი" ზაფხულის ტურისტულ სეზონზე 80%-იანი დატვირთვით მუშაობდა - გენმენეჯერი

BM.GE1 სექტემბერი, 2026, 19:29|bm.ge

"ჩვენი წლევანდელი სეზონი ძალიან დატვირთული იყო", - ამბობს ყვარელში მდებარე სასტუმრო "პაბელონის" გენერალური მენეჯერი, თაკო ახალბედაშვილი BMG-სთან საუბრისას და აღნიშნავს, რომ 2026 წლის ზაფხულის განმავლობაში, გასულ წელთან შედარებით, 62%-იანი ზრდა დაფიქსირდა. მათთვის განსაკუთრებულად აქტიური აგვისტოს მეორე ნახევარი აღმოჩნდა. "დაახლოებით 62%-იანი ზრდა გვქონდა გასულ წელთან შედარებით, თუმცა აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ გასულ წელს სასტუმრო ახალი გახსნილი იყო და აქედან გამომდინარე გასულ წელთან შედარება ბოლომდე მართებული არ იქნება.

საერთო ჯამში, ზაფხულის სეზონის განმავლობაში ჩვენ თითქმის 80%-იანი დატვირთვა გვქონდა და აგვისტოს მეორე ნახევარი 100%-იანი დატვირთვით ვიმუშავეთ", - აღნიშნავს "პაბელონის" მენეჯერი. მისივე ცნობით, სასტუმროს ვიზიტორების დიდი ნაწილი ქართველები არიან, რასაც რეგიონის დედაქალაქთან სიახლოვეც ხელს უწყობს. უცხოელი ტურისტების შემთხვევაში კი გამორჩეული აქტივობით დიდი ბრიტანეთის, ისრაელისა და ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეები გამოირჩეოდნენ.

ამჟამად კი სასტუმრო "პაბელონს" რთველის პერიოდის ჯავშნების მიღებაც დაწყებული აქვს: " შემოდგომის პერიოდზე ვერ ვიტყვი რომ ზაფხულთან შედარებით გაცილებით ნაკლებია - საკმაოდ დიდი არის მოთხოვნა, როგორც ღონისძიებების ნაწილში, ასევე ინდივიდუალური სტუმრების ნაწილშიც. ზამთრის პერიოდზეც მოთხოვნა გვაქვს, მაგრამ ზამთრის პერიოდზე,რა თქმა უნდა, შედარებით ნაკლები, ვიდრე დავუშვათ შემოდგომაზე. პროცენტულად ცოტა გამიჭირდება რომ გითხრათ რამდენი პროცენტია, მაგრამ ალბათ 70%-იან დატვირთვას მივუახლოვდებით", - აცხადებს თაკო ახალბედაშვილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სამხრეთ კორეამ რეკორდული მოცულობის ბიუჯეტი წარადგინა - იგეგმება AI-ზე ხარჯების მკვეთრი ზრდა

სამხრეთ კორეამ რეკორდული მოცულობის ბიუჯეტი წარადგინა - იგეგმება AI-ზე ხარჯების მკვეთრი ზრდა

BM.GE

საქართველოში შვედეთის ახალმა ელჩმა დევიდ ემტესტამმა დიპლომატიური მისია ოფიციალურად დაიწყო

საქართველოში შვედეთის ახალმა ელჩმა დევიდ ემტესტამმა დიპლომატიური მისია ოფიციალურად დაიწყო

BM.GE

"ბიზნესის დუმილის" კანონით ხელისუფლება იზოლაციაში აქცევს ამ ძალას|ინტერვიუ დავით ბეგიაშვილთან

"ბიზნესის დუმილის" კანონით ხელისუფლება იზოლაციაში აქცევს ამ ძალას|ინტერვიუ დავით ბეგიაშვილთან

BM.GE

ინდოეთმა რუსეთს უკრაინაში ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა

ინდოეთმა რუსეთს უკრაინაში ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა

BM.GE