მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა კიდევ ერთ ახალ, მეტად რთულ ეტაპზე გადავიდა - ივანე აბაშიძე
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა კიდევ ერთ ახალ, მეტად რთულ ეტაპზე გადავიდა - ივანე აბაშიძე

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა კიდევ ერთ ახალ, მეტად რთულ ეტაპზე გადავიდა - ივანე აბაშიძე

BM.GE1 სექტემბერი, 2026, 22:21|bm.ge

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა კიდევ ერთ, ახალ ეტაპზე გადავიდა - დაიწყო შემოსასვლელი არხისა და მოსაბრუნებელი აუზის დაღრმავება“ - ამის შესახებ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოებს ბელგიური კომპანია Jan De Nul ჯგუფის ფლოტის ორი გემი Al-Idrisi და Tristao Da Cunha ერთად ახორციელებენ. ივანე აბაშიძის შეფასებით, ნავსადგურის მშენებლობა უკვე ახალ, უფრო მეტად რთულ ეტაპზე გადავიდა.

„ეს პარტნიორებში აჩენს უფრო მეტ ნდობას, განსაკუთრებით საქართველოს დერეფნის მიმართ, საქართველოს სატრანსპორტო ლოგისტიკური სექტორის მიმართ და გვაძლევს ძალიან დიდ გარანტიებს იმისთვის, რომ საქართველოში მოზიდული ტვირთნაკადები, რომლებიც ბოლო წლების, განსაკუთრებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში გაიზარდა, დარჩება საქართველოს სატრანზიტო დერეფანში და ანაკლიის პორტი მოემსახურება სწორედ ამ გაზრდილ ტვირთნაკადებს საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნების მეშვეობით“, - აღნიშნა ივანე აბაშიძემ.

თავის მხრივ, კომპანია Jan De Nul-ის პროექტის დირექტორი ამბობს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც დასაქმების ზრდას, ისე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტისა და გლობალური მშპ-ის ზრდას.

Jan De Nul წარმომადგენელმა, ანაკლიის პროექტის დირექტორმა ერიკ ბეიტსმა თქვა, რომ Jan De Nul ამაყობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში მონაწილეობით.

„მაღალი დონისა და ხარისხიანი ინჟინერიის უზრუნველსაყოფად, ჩვენ ვთანამშრომლობთ საერთაშორისოდ აღიარებულ საინჟინრო კომპანია Royal Haskoning-თან. საუკეთესო დიზაინის შექმნის მიზნით, მათთან ერთად შევიმუშავეთ ოპტიმიზებული პროექტი ისე, რომ არ დავთმეთ ეფექტიანობა ან ხარისხი. დღესდღეობით, ჩვენ ვმუშაობთ ორი უახლესი გემით, ესენი არიან Al Idrisi და Tristao da Cunha, მათი საშუალებით შეგვიძლია დღეში 70 000 კუბურ მეტრზე მეტი ფსკერის დაღრმავების სამუშაოები ვაწარმოოთ“, - აღნიშნა Jan De Nul-ის პროექტის დირექტორმა.

ერიკ ბეიტსი ამბობს, რომ კომპანია დაღრმავებით სამუშაოებს დროულად დაასრულებს და უზრუნველყოფს 17,5 მეტრის სიღრმის შესასვლელ არხს, რაც შავ ზღვაში შემოსვლის საშუალებას მისცემს ყველაზე დიდ გემებს.

„ძალიან ვამაყობთ ამ პროექტის განხორციელებით და ჩვენი შესაძლებლობების დემონსტრირებით. ვიმედოვნებთ, რომ პროექტის შემდგომ ეტაპებზეც წამყვან პოზიციებზე ვიქნებით“, - აღნიშნა Jan De Nul-ის პროექტის დირექტორმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ეროვნულმა ბანკმა ვირტუალური აქტივების პროვაიდერების ლიკვიდაციის წესი დაამტკიცა

ეროვნულმა ბანკმა ვირტუალური აქტივების პროვაიდერების ლიკვიდაციის წესი დაამტკიცა

BM.GE

ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა საპარლამენტო მანდატიც დატოვა

ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა საპარლამენტო მანდატიც დატოვა

BM.GE

ტაილანდმა საქართველოსა და სხვა ქვეყნებისთვის მოქალაქეებისთვის უვიზოდ ყოფნის ვადა 30 დღემდე შეამცირა

ტაილანდმა საქართველოსა და სხვა ქვეყნებისთვის მოქალაქეებისთვის უვიზოდ ყოფნის ვადა 30 დღემდე შეამცირა

BM.GE

მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ | რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ? საქართველოს ბანკი - საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი

მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ | რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ? საქართველოს ბანკი - საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი

BM.GE