
ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა საპარლამენტო მანდატიც დატოვა
დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა თემთა პალატის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. საყურადღებოა, რომ ყოფილი პრემიერის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი ლონდონის ცენტრალურ ოლქში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას გამოიწვევს. სტარმერის განმარტებით, დროა მან ახალ მიმართულებებზე დაიწყოს მუშაობა.
როგორც ირკვევა, ბრიტანელი პოლიტიკოსი საქმიანობის გაგრძელებას საერთაშორისო ურთიერთობების, თავდაცვის, უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიების სფეროში გეგმავს.
რაც შეეხება მოსალოდნელ არჩევნებს, ოლქში დანიშნული კენჭისყრა დაუნინგ-სტრიტზე სტარმერის შემცვლელისთვის, ენდი ბერნჰემისთვის სერიოზული პოლიტიკური გამოცდა იქნება. ლონდონის ამ ოლქში ლეიბორისტების მთავარ მეტოქედ მწვანეთა პარტია და მისი ლიდერი, ზაკ პოლანსკი მიიჩნევა. პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით, პოლანსკიმ შესაძლოა საკუთარი კანდიდატურა პირადად დააყენოს.
ცნობისთვის, კირ სტარმერმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ადგილობრივ არჩევნებში ლეიბორისტების წარუმატებლობის შემდეგ, ივლისში დატოვა. ბრიტანელი პოლიტიკოსი ჰოლბორნისა და სენტ-პანკრასის ოლქის ინტერესებს საკანონმდებლო ორგანოში 2015 წლიდან იცავდა.
BM.GE
წყარო: bm.ge