მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა აქტიურ ფაზაში შევიდა - ირაკლი კობახიძე
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა აქტიურ ფაზაში შევიდა - ირაკლი კობახიძე

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა აქტიურ ფაზაში შევიდა - ირაკლი კობახიძე

BM.GE5 აგვისტო, 2026, 19:00|bm.ge

"ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა და მთავრობის გეგმის მიხედვით, პროექტის პირველი ფაზა 2029 წელს უნდა დასრულდეს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„პირველი ფაზა ჩვენი გეგმის მიხედვით უნდა დასრულდეს 2029 წელს და 2029 წლისთვის უკვე პირველი გემები უნდა მიიღოს ღრმაწყლოვანმა პორტმა, რისთვისაც აქტიურად წარიმართება სამუშაოები“, - აღნიშნა პრემიერმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გასულ კვირაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში საზღვაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება. უწყების ცნობით, ბელგიურ Jan De Nul-თან არსებული $150-მილიონიანი ხელშეკრულების ფარგლებში პორტის საზღვაო აკვატორიაში პირველი დამღრმავებელი გემი - Tristao Da Cunha შევიდა. კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ გემი ტალღმტეხის არხის მოწყობისთვის საჭირო სამუშაოებს დაიწყებს.

სამინისტროს განცხადებით, ანაკლიის აკვატორიაში ფსკერის დაღრმავება 17.5 მეტრამდე იგეგმება, შემდგომ ეტაპზე კი 1 380 მეტრის სიგრძის ტალღმტეხის მშენებლობა განხორციელდება. უწყების განმარტებით, სამუშაოები წინასწარ განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს.

მთავრობის ინფორმაციით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით ვითარდება, რაც გულისხმობს სახელმწიფოს მიერ ძირითადი ინფრასტრუქტურის შექმნას, ხოლო პორტის ოპერირებასა და განვითარებაში კერძო კომპანიებისა და პარტნიორების ჩართულობას.

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, პორტის ინფრასტრუქტურის პარალელურად სახელმწიფო უზრუნველყოფს ანაკლიამდე მისასვლელი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის - საავტომობილო გზისა და რკინიგზის მოწყობას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 196 სტატია.

  • ირაკლი კობახიძე: ქართული აგროსასურსათო პროდუქცია საერთაშორისო ბაზრებზე თავის ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს, გასულ წელს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა მსოფლიოს 110-ზე მეტ ქვეყანაში ისტორიულ რეკორდს მიაღწია და 1 მილიარდ 845 მილიონი დოლარი შეადგინა. წელსაც გრძელდება აღმავალი დინამიკაიმედი
  • კობახიძე: საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში მაღალი საშუალო მაჩვენებელი დააფიქსირაფორმულა
  • ირაკლი კობახიძე: დღეს თუ ვინმე მაჩვენებს ერთ კორუფციულ ფაქტს, რომელიმე მინისტრთან დაკავშირებით, მყისიერი რეაგირება იქნებარუსთავი 2
  • "ისე არ მოხდეს ჩვენ აკრძალვამდე, კობახიძე აკრძალოს ივანიშვილმა" - თენგო თევზაძეტვ პირველი
კობახიძე →ანაკლიის →

მსგავსი სტატიები

"კომპანია საიმედო ხელშია..." - უორენ ბაფეტის გამოსამშვიდობებელი წერილი Berkshire Hathaway-ის აქციონერებს

"კომპანია საიმედო ხელშია..." - უორენ ბაფეტის გამოსამშვიდობებელი წერილი Berkshire Hathaway-ის აქციონერებს

BM.GE

ტოდ ბოელი და მარკ უოლტერი წილებს გაყიდიან - “ჩელსის” კონტროლი Clearlake-ს გადაეცემა

ტოდ ბოელი და მარკ უოლტერი წილებს გაყიდიან - “ჩელსის” კონტროლი Clearlake-ს გადაეცემა

BM.GE

"წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ პროექტს მტკვრის სანაპიროზე" - Alpha Architecture

"წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ პროექტს მტკვრის სანაპიროზე" - Alpha Architecture

BM.GE

"ყოველ წელს უკან მივდივართ მხოლოდ იმის გამო, რომ მუშა ხელი არ არის"|"ჩაი მარტვილი - სადადიანო"

"ყოველ წელს უკან მივდივართ მხოლოდ იმის გამო, რომ მუშა ხელი არ არის"|"ჩაი მარტვილი - სადადიანო"

BM.GE