მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. კობახიძე: საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში მაღალი საშუალო მაჩვენებელი დააფიქსირა
კობახიძე: საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში მაღალი საშუალო მაჩვენებელი დააფიქსირა

კობახიძე: საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში მაღალი საშუალო მაჩვენებელი დააფიქსირა

ფორმულა|formulanews.ge

"ქართული ოცნების" პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე - სახელწოდებით "მდგრადი განვითარების მიზნების მომენტი 2026" განაცხადა, რომ ბოლო წლების მანძილზე საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საშუალო მაჩვენებელი დააფიქსირა.

"ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საშუალო მაჩვენებელი დააფიქსირა. თუმცა, ეკონომიკური შედეგები საერთო სურათის მხოლოდ ერთი ნაწილია. ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ ეს შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს. მდგრადი განვითარების მიზნები გვეხმარება, ეს მისწრაფება პრაქტიკულ ნაბიჯებად ვაქციოთ და გვთავაზობს ჩარჩოს ჩვენი ეროვნული პრიორიტეტებისთვის - ეკონომიკური განვითარებიდან, სოფლის მეურნეობიდან და ტურიზმიდან დაწყებული, ენერგოეფექტიანობით, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ქმედებებით, ბუნებრივი რესურსების პასუხისმგებლიანი გამოყენებითა და მწვანე და ინოვაციური სექტორების განვითარებით დასრულებული.

ყველა ამ ძალისხმევის ცენტრში დგას პრინციპი, რომ არავინ უნდა დარჩეს განვითარების მიღმა. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ განვითარებამ მოიცვას არა მხოლოდ ჩვენი ქალაქები, არამედ სოფლად მცხოვრები მოსახლეობაც და ის ადამიანებიც, რომლებიც შესაძლებლობებზე წვდომის ყველაზე დიდ ბარიერებს აწყდებიან. სწორედ ამიტომ, ქალაქსა და სოფელს შორის უთანასწორობის შემცირება საქართველოსა და გაეროს 2026–2030 წლების მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ახალი ჩარჩოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია", - თქვა კობახიძემ.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 185 სტატია.

  • NGO იქმნება ერთი ქვეყნის მეორე ქვეყანაში პოლიტიკური ინტერვენციისთვის - ირაკლი კობახიძეBM.GE
  • ირაკლი კობახიძე: სინდისის პატიმრები არ არსებობენ, არიან პატიმრები, რომლებიც ძალადობაში იყვნენ ჩართულები და მიუხედავად იმისა, რომ მათი დანაშაული არის საკმაოდ მძიმე თავისი შინაარსით, ჩვენ მზად ვართ, ვაპატიოთ თითოეულ მათგანს, თუ იქნება მათი მხრიდან სინანული და აღიარებაიმედი
  • ირაკლი კობახიძე: დღეს თუ ვინმე მაჩვენებს ერთ კორუფციულ ფაქტს, რომელიმე მინისტრთან დაკავშირებით, მყისიერი რეაგირება იქნებარუსთავი 2
  • "ისე არ მოხდეს ჩვენ აკრძალვამდე, კობახიძე აკრძალოს ივანიშვილმა" - თენგო თევზაძეტვ პირველი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

საფრანგეთის საელჩო: არ ვაღიარებთ ოკუპირებულ ოსეთში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს

საფრანგეთის საელჩო: არ ვაღიარებთ ოკუპირებულ ოსეთში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს

ფორმულა

იაპონიის საელჩო: ვეწინააღმდეგებით საქართველოს აღიარებული საზღვრების ცვლილების მცდელობას

იაპონიის საელჩო: ვეწინააღმდეგებით საქართველოს აღიარებული საზღვრების ცვლილების მცდელობას

ფორმულა

ნორვეგიის საგარეო: არ ვაღიარებთ ოკუპირებულ ოსეთში გამართულ ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნებს"

ნორვეგიის საგარეო: არ ვაღიარებთ ოკუპირებულ ოსეთში გამართულ ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნებს"

ფორმულა

გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა

გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა

ფორმულა