მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს“ - თამარ იოსელიანი
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს“ - თამარ იოსელიანი

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს“ - თამარ იოსელიანი

BM.GE7 მაისი, 2026, 01:30|bm.ge

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს“ - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან თქვა, ტომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება იმისთვის, რომ დაიწყოს ტალღმტეხის მშენებლობა.

„სამუშაოები გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს. ეს ნიშნავს, რომ აშენდება 1380 მეტრის სიგრძის ტალღმტეხი, შესაბამისი აუზი 16-18 მეტრამდე დაღრმავდება და გვექნება შესაძლებლობა, 2029 წლისთვის მივიღოთ პირველი გემი. ჩვენი მიზანია, სრულად დავაკმაყოფილოთ შუა დერეფნის საჭიროებები და მეზობელ ქვეყნებთან სინერგიით ვუპასუხოთ გაზრდილ ტვირთბრუნვას. ამ პროცესში გადამწყვეტია სისწრაფე, ეფექტიანობა და გამტარუნარიანობის გაზრდა. სწორედ ამიტომ, აქტიურად ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთან გამტარუნარიანობის გასაზრდელად. ამ ყველაფრის დამაგვირგვინებელი ეტაპი კი ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურია, რომლის მშენებლობაც უკვე დავიწყეთ და ამ მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს ვაღწევთ“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მან ასევე თქვა, რომ "ანაკლიის საზღვაო ნავსადგური, მასთან დამაკავშირებელი გზა და რკინიგზა, ასევე გაძლიერებული "საქართველოს რკინიგზა" - როგორც სავაგონო და სალოკომოტივო პარკით, ისე გაციფრულების და შესაბამისი სისტემებით, უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ რეგიონში ვიქნებით ძლიერი, სანდო, ეფექტური და სტაბილური პარტნიორი".

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, დღეს საქართველოს საზღვაო ინფრასტრუქტურას არ შეუძლია დიდი ზომის გემების მიღება, შესაბამისად, ამ მიმართულებით საქართველო კონკურენციას ვერ უწევს რეგიონში არსებულ სხვა ნავსადგურებს.

„ჩვენ ვახორციელებთ უმსხვილეს ინვესტიციებს საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო ინფრასტრუქტურში, რათა მზად დავხვდეთ გაზრდილ ტვირთნაკადებს. 2030 წლისთვის ველოდებით ტვირთბრუნვის გაორმაგებას და ამ მიმართულებით სახელმწიფოს აქვს როგორც მოკლევადიანი, ასევე საშუალოვადიანი და გრძელვადიანი გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ძირითადი კრიტიკული ინფრასტრუქტურა“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს - საქართველოს ეს სამივე კომპონენტი - საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო ინფრასტრუქტურა სინერგიულად ვითარდება, რათა შუა დერეფნისთვის საქართველო იყოს სანდო, სტაბილური და ეფექტური, ასევე სწრაფი კვანძი ევროპა - აზიის დაკავშირებადობისთვის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მიმდინარეობს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 51 სტატია.

  • ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობსრუსთავი 2
  • სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - ვუჩიჩის პარტიას სტუდენტური მოძრაობა უპირისპირდებატვ პირველი
  • „მიმდინარეობს შიდა განხილვები“ – ომბუდსმენი პარტიების აკრძალვის საქმეში ჯერ არ ჩართულანეტგაზეთი
  • თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობსიმედი
მიმდინარეობს →

მსგავსი სტატიები

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE