მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ანაკლიის პორტის განახლებული გენგეგმა მულტიმოდალური ჰაბის შექმნას ითვალისწინებს - ივანე აბაშიძე
ანაკლიის პორტის განახლებული გენგეგმა მულტიმოდალური ჰაბის შექმნას ითვალისწინებს - ივანე აბაშიძე

ანაკლიის პორტის განახლებული გენგეგმა მულტიმოდალური ჰაბის შექმნას ითვალისწინებს - ივანე აბაშიძე

BM.GE18 ივლისი, 2026, 23:52|bm.ge

სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორის, ივანე აბაშიძის თქმით, ანაკლიის განახლებული გენგეგმა ითვალისწინებს თანამედროვე მულტიმოდალური ნავსადგურის განვითარებას, რომელიც საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო გადაზიდვების ეფექტიან ინტეგრაციას უზრუნველყოფს. მან ამის შესახებ როტერდამის ნავსადგურში ვიზიტისას განაცხადა.

ივანე აბაშიძე ამბობს, რომ სწორედ მულტიმოდალიზმი არის ის, რაც საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნებისა და შუა დერეფნის მომავალ კონკურენტუნარიანობას განსაზღვრავს. მისი თქმით, ევროპის უდიდეს ნავსადგურში მულტიმოდალური სატრანსპორტო სისტემებისა და ტერმინალების ოპერირების პრაქტიკის გაცნობა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარებისათვის.

„როტერდამის ნავსადგურში გავეცანით მულტიმოდალური სატრანსპორტო ტერმინალების ოპერირების თანამედროვე მოდელს. ეს გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარებისთვის, რადგან მისი განახლებული გენგეგმა სწორედ თანამედროვე მულტიმოდალური ჰაბის შექმნას ითვალისწინებს.

ანაკლია არ იქნება მხოლოდ საზღვაო ნავსადგური. იგი გახდება სივრცე, სადაც ეფექტიანად იქნება ინტეგრირებული საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო გადაზიდვები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ტვირთების გადაადგილების სისწრაფეს, ეფექტიანობასა და კონკურენტუნარიანობას. სწორედ ასეთი ინტეგრირებული ინფრასტრუქტურა ქმნის დამატებით ღირებულებას შუა დერეფნისთვის და აძლიერებს საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ლოგისტიკური ჰაბის როლს“, - განაცხადა ივანე აბაშიძემ.

მისივე განმარტებით, თანამედროვე ნავსადგურის კონკურენტუნარიანობა მხოლოდ ნავმისადგომებით აღარ განისაზღვრება. წარმატებული პორტი არის ის, რომელიც სხვადასხვა სატრანსპორტო სახეობას ერთიან, ეფექტიან ლოგისტიკურ სისტემაში აერთიანებს. როგორც ივანე აბაშიძე აღნიშნავს, სწორედ ამ პრინციპზე უნდა განვითარდეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურიც, რათა სრულად გამოიყენოს შუა დერეფნის მზარდი პოტენციალი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება. სამინისტროს ცნობით, ვიზიტის მიზანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების ახალი მოდელის განხორციელების პროცესში მსოფლიოს საუკეთესო საპორტო გამოცდილებისა და საერთაშორისო პარტნიორების ექსპერტიზის გამოყენება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რას მოიცავს Honda-სა და Nissan-ის ახალი პარტნიორობა?

რას მოიცავს Honda-სა და Nissan-ის ახალი პარტნიორობა?

BM.GE

გაყიდვების ზრდა არ არის, ხარჯები კი იზრდება - რა გამოწვევები აქვთ მცირე მარნებს?

გაყიდვების ზრდა არ არის, ხარჯები კი იზრდება - რა გამოწვევები აქვთ მცირე მარნებს?

BM.GE

ესპანეთი სამუშაო კვირის 40-დან 37.5 საათამდე შემცირებას განიხილავს

ესპანეთი სამუშაო კვირის 40-დან 37.5 საათამდე შემცირებას განიხილავს

BM.GE

ესპანეთში 2026 წელს სიცხესთან დაკავშირებული სიკვდილიანობის 5 232 შემთხვევა დაფიქსირდა - რეკორდული მაჩვენებელი 2015 წლის შემდეგ

ესპანეთში 2026 წელს სიცხესთან დაკავშირებული სიკვდილიანობის 5 232 შემთხვევა დაფიქსირდა - რეკორდული მაჩვენებელი 2015 წლის შემდეგ

BM.GE