მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურაში რეგიონის ქვეყნებიდან ინტერესი თანაბრად იქნება წარმოდგენილი - გენადი არველაძე
ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურაში რეგიონის ქვეყნებიდან ინტერესი თანაბრად იქნება წარმოდგენილი - გენადი არველაძე

ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურაში რეგიონის ქვეყნებიდან ინტერესი თანაბრად იქნება წარმოდგენილი - გენადი არველაძე

BM.GE17 ნოემბერი, 2026, 15:17|bm.ge

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ საქართველოს პარტნიორო ქვეყნების მხრიდან რეალური დაინტერესებაა. ამის შესახებ გენადი არველაძემ გადაცემაში „დებატები რუსთავი2-ზე“ განაცხადა.

ლენდლორდის მოდელზე საუბრისას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ხდება საპორტო ინფრასტრუქტურის ძირითადი მფლობელი ხდება, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ დაინტერესებაა აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, თურქმენეთიდან, უზბეკეთიდან, ასევე ჩინეთიდან, რომელთათვის საინტერესოა აღნიშნული მოდელი.

„რამდენადაც გაიზარდა ინტერესი შუა დერეფნის მიმართ, შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ანაკლიის პორტის სწორი მოდელით განვითარება და ეს არის ლენდლორდის მოდელი, რომელზეც სტრატეგიულად მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მივდივართ ამ გზით, რადგან რეგიონში ამ პორტში ინვესტირების ინტერესი არის მაღალი.

უახლოეს მომავალში საზოგადოება დაინახავს, რომ ის სატერმინალო და სხვა ინფრასტრუქტურა, რომელზეც ინტერესი არსებობს, რეალური პროექტებია და რეალური დაინტერესებაა ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისგან, რაც ნიშნავს, რომ თანაბრად იქნება წარმოდგენილი ინტერესი რეგიონის ქვეყნებიდან აღნიშნულ ინფრასტრუქტურაში ანაკლიის პორტში, როდესაც გვეყოლებიან ინვესტორები ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან, უზბეკეთიდან, ჩინეთიდან, ევროპის ქვეყნებიდან - ეს იქნება ზუსტად ის ბალანსი, რომელიც ჩვენ გვექნება ამ პორტის სახით და არა მარტო ინვესტიციების ინტერესის ზრდით როგორც საპორტო, ასევე სარკინიგზო, საგზაო და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, ანაკლიის პორტის მიმდებარედ თავისუფალი ინდუსტრიული ზონა განვითარება მნიშვნელოვანია.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონით დავაინტერესოთ ის წარმოებები, რომელიც შესაძლებელია განვითარდეს ამ საპორტო ინფრასტრუქტურის პარალელურად. ასევე დარწმუნებულები ვართ, რომ გაიზრდება ინტერესი ჩინეთიდან, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, ევროპიდან წარმოებების, გადამმუშავებელი მრეწველობის განვითარების მიმართულებით და ზუსტად ეს ზონა შესთავაზებს საერთაშორისო ინვესტორებს, რომ მათ განავითარონ წარმოება საქართველოში, დამატებითი ღირებულება შექმნან და შემდეგ აღნიშნული პორტი, სარკინიგზო და იგივე საგზაო ინფრასტრუქტურა მოემსახუროს უკვე საქართველოში გადამუშავებული, წარმოებული პროდუქტების გატანას როგორც ცენტრალურ აზიაში და ჩინეთში, ასევე ევროპის მიმართულებით“, - განაცხადა გენადი არველაძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დევიდ ბეკჰემი პარფიუმერიის მწარმოებელი კომპანია Coty-სგან $41 მილიონს ითხოვს

დევიდ ბეკჰემი პარფიუმერიის მწარმოებელი კომპანია Coty-სგან $41 მილიონს ითხოვს

BM.GE

ამსტერდამში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა - რა მოცულობის ღვინოს ვყიდით ნიდერლანდებში?

ამსტერდამში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა - რა მოცულობის ღვინოს ვყიდით ნიდერლანდებში?

BM.GE

საპენსიო ფონდი 13,500 კომპანიას მოუწოდებს დაფარონ დავალიანება, რათა ამნისტიით ისარგებლონ

საპენსიო ფონდი 13,500 კომპანიას მოუწოდებს დაფარონ დავალიანება, რათა ამნისტიით ისარგებლონ

BM.GE

რატომ აშენებენ კომპანიები კორპუსებს რამდენიმე თვეში, სკოლების მშენებლობა კი წლობით ჭიანურდება? - კაკაურიძის პასუხი

რატომ აშენებენ კომპანიები კორპუსებს რამდენიმე თვეში, სკოლების მშენებლობა კი წლობით ჭიანურდება? - კაკაურიძის პასუხი

BM.GE