მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რატომ აშენებენ კომპანიები კორპუსებს რამდენიმე თვეში, სკოლების მშენებლობა კი წლობით ჭიანურდება? - კაკაურიძის პასუხი
რატომ აშენებენ კომპანიები კორპუსებს რამდენიმე თვეში, სკოლების მშენებლობა კი წლობით ჭიანურდება? - კაკაურიძის პასუხი

რატომ აშენებენ კომპანიები კორპუსებს რამდენიმე თვეში, სკოლების მშენებლობა კი წლობით ჭიანურდება? - კაკაურიძის პასუხი

BM.GE17 ნოემბერი, 2026, 21:10|bm.ge

რატომ აშენებს კერძო სექტორი კორპუსებს რამდენიმე თვეში, სკოლების მშენებლობა კი წლობით ჭიანურდება? - ეს საკითხი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის კორექტირებული ვერსიის განხილვისას, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრმა გიგა ფარულავამ წამოჭრა და აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც ეკონომიკურ ზრდაზე კეთდება აქცენტი, რეგიონებში დანგრეული საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა წლობით ჭიანურდება.

"წარმოუდგენელია ალბათ, სახელმწიფო ორსართულიან სკოლის ან ბაღის შენობას ორი-სამი წელი აშენებდეს. ვხედავთ ცალკე კერძო სექტორს, რომელიც ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე, რამდენიმე თვეში მრავალსართულიან კორპუსებსა და შენობებს აშენებს, და პარალელურ რეჟიმში ვხედავთ, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე ორსართულიანი სკოლები წლებია ვერ შენდება.

თაობები გაიზარდნენ ფაქტობრივად დისტანციური სწავლებით, მეორე და მესამე ცვლაში, სკოლების ნაწილში კი საერთოდ არ დაწყებულა სამშენებლო სამუშაოები. რეგიონებში რომ ჩახვიდეთ, დანგრეულ სკოლებსა და ბაღებს ვერ აშენებენ წლებია. ამ მიმართულებით ხომ არ არის შესყიდვების კანონმდებლობა შესაცვლელი, საგამონაკლისო წესით სკოლებისა და ბაღების მიმართულებით განსხვავებული მიდგომა გასაკეთებელი, ან კერძო სექტორი წასახალისებელი, რომ უფრო მიმზიდველი იყოს ეს სამუშაოები?" - მიმართა ფარულავამ ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს.

გიორგი კაკაურიძემ დაადასტურა, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებში სამოქალაქო მშენებლობის - კერძოდ, შენობების მშენებლობის - მიმართულება ყველაზე პრობლემურია და განაცხადა, რომ კერძო დეველოპერებისთვის მთავარი ფაქტორი პროექტის მოგებიანობაა.

"მოდი, შევხედოთ ჩვენს ინფრასტრუქტურულ პროექტებს - ორი ნაწილი გვაქვს: ერთი არის საგზაო ინფრასტრუქტურა, რომელიც შედარებით კარგად მიდის, ნაკლები ჩამორჩენები და ნაკლები პრობლემები გვაქვს, და მეორე არის ე.წ. სამოქალაქო მშენებლობის ნაწილი, შენობების მშენებლობა, სადაც უფრო მეტი პრობლემა შეინიშნება. თუმცა საბოლოო ჯამში თუ შევადარებთ მარჟას, რაც კომპანიამ შეიძლება კერძო ინვესტიციაში განახორციელოს და იქ მოგება ნახოს, იგივე მარჟას აქ უბრალოდ ვერ დავარიგებთ, ასე არ გამოვა", - განაცხადა კაკაურიძემ.

მისი განმარტებით, მსხვილი და კვალიფიციური სამშენებლო კომპანიები, რომელთაც სათანადო მენეჯერული და ადამიანური რესურსი გააჩნიათ, ბუნებრივად ირჩევენ კერძო დაკვეთებს, რადგან იქ შემოსავლიანობა შეუდარებლად მაღალია.

"კერძო კომპანია მთლიანად გადმორთო და ყველას ინტერესი უფრო მეტი იყოს, რომ სახელმწიფო ტენდერებში მიიღოს მონაწილეობა, ვიდრე თვითონ განახორციელოს ინვესტიცია სამშენებლო სექტორში - ეს რთული იქნება, ალბათ შეუძლებელი და არასწორიც. ძლიერი კომპანიები, რომელთაც აქვთ ადამიანური და მენეჯმენტის რესურსი, რომ მალე ააშენონ მსგავსი ტიპის სახლები, ძირითადად გადართულები არიან კერძო სექტორში, იმიტომ რომ იქ მოგების უფრო მაღალი შესაძლებლობა აქვთ, ვიდრე თუნდაც სახელმწიფო ტენდერებში. იმას ვერასდროს ვერ მივაღწევთ და არც უნდა მივაღწიოთ, რომ კერძო სექტორს თავი დაანებონ და მხოლოდ სახელმწიფო ნაწილზე გადმოვიდნენ", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

კაკაურიძის თქმით, სახელმწიფოს ამოცანაა, საჯარო შესყიდვებში შექმნას ადეკვატური ფასწარმოქმნისა და ხარჯების ინდექსაციის მექანიზმები, რათა ბაზარზე მოქმედი კომპანიებისთვის სახელმწიფო პროექტები, მათ შორის სკოლებისა და ბაღების მშენებლობა, ფინანსურად პროგნოზირებადი და მიმზიდველი გახდეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თვეში

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 50 სტატია.

  • "გონიერი კონტრაქტის" მეშვეობით მსოფლიოს 30 ქვეყნიდან ორ თვეში 400-მდე ტრანზაქცია განხორციელდარუსთავი 2
  • “ბოლო 9 თვეში უკრაინულმა დრონებმა აფხაზეთის საჰაერო სივრცე რამდენჯერმე დაარღვიეს” – მოსკოვინეტგაზეთი
  • 2 700 000 ლარი 1 თვეში - ჩინოვნიკების სმა-ჭამაში დახარჯული ფული რეკორდებს ხსნისტვ პირველი
  • ნატოს მაღალჩინოსნის განცხადებით, გასულ თვეში რუსეთმა უკრაინაში 50 000-მდე ჯარისკაცი დაკარგაფორმულა
თვეში →პასუხი →

მსგავსი სტატიები

ამსტერდამში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა - რა მოცულობის ღვინოს ვყიდით ნიდერლანდებში?

ამსტერდამში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა - რა მოცულობის ღვინოს ვყიდით ნიდერლანდებში?

BM.GE

საპენსიო ფონდი 13,500 კომპანიას მოუწოდებს დაფარონ დავალიანება, რათა ამნისტიით ისარგებლონ

საპენსიო ფონდი 13,500 კომპანიას მოუწოდებს დაფარონ დავალიანება, რათა ამნისტიით ისარგებლონ

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE

უკანონო ტყითსარგებლობის 1266 ფაქტი და 56 დალუქული საამქრო | 10 თვის სტატისტიკა

უკანონო ტყითსარგებლობის 1266 ფაქტი და 56 დალუქული საამქრო | 10 თვის სტატისტიკა

BM.GE