მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დევიდ ბეკჰემი პარფიუმერიის მწარმოებელი კომპანია Coty-სგან $41 მილიონს ითხოვს
დევიდ ბეკჰემი პარფიუმერიის მწარმოებელი კომპანია Coty-სგან $41 მილიონს ითხოვს

დევიდ ბეკჰემი პარფიუმერიის მწარმოებელი კომპანია Coty-სგან $41 მილიონს ითხოვს

BM.GE17 ნოემბერი, 2026, 21:37|bm.ge

ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა და Inter Miami-ს პრეზიდენტი, დევიდ ბეკჰემი პარფიუმერიული კომპანია Coty-სთან მასშტაბურ იურიდიულ დავას იწყებს.ვარსკვლავის ინტერესების დამცველმა კომპანია DB Ventures-მა ნიუ-იორკის სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა და კომპენსაციის სახით სულ მცირე $41 მილიონს, ასევე მოქმედი კონტრაქტის გაწყვეტას ითხოვს.დავის მიზეზი ბეკჰემის სახელობითი სუნამოების (Eau de Toilette და Eau de Parfum) არაავტორიზებულ, ფასდაკლებების ქსელებში (მათ შორის Poundland-სა და ბენზინგასამართ სადგურებზე) მასობრივად გამოჩენა გახდა. მოსარჩელე მხარის განცხადებით, Coty-მ პროდუქცია მიზერულ ფასად გაყიდა, რითაც მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი ფეხბურთელის ათწლეულების განმავლობაში შენებულ ლუქს-იმიჯს უდიდესი დარტყმა მიაყენა. სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ აუდიტის შედეგად, კომპანიამ $123 მილიონის გაყიდვები დამალა, რის გამოც ბეკჰემმა ჰონორარის სახით $6 მილიონი იზარალა.თავის მხრივ, ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს Coty და საქმის წარმოების შეწყვეტას ითხოვს. პარფიუმერიული გიგანტის მტკიცებით, ვითომ მიყენებული ზარალი დაუმთავრებელ აუდიტსა და ვარაუდებს ეფუძნება. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ რეალურად, ეს დავა 2028 წლამდე გათვლილი კონტრაქტიდან ნაადრევად გასვლის მცდელობაა, რადგან ბეკჰემის სახელის მფლობელმა (Authentic Brands Group) უკვე გააფორმა ახალი ხელშეკრულება კონკურენტ Interparfums-თან, რომელიც ძალაში 2027 წლის იანვრიდან უნდა შევიდეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მილიონის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 141 სტატია.

  • მეტროს 41 მილიონის სავარაუდო მითვისებაში ბრალდებული კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მერიის მაღალჩინოსანი ხელმძღვანელობდატვ პირველი
  • არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ფერმერებმა 2,6 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს​რუსთავი 2
  • გერმანია უკრაინას დამატებით 200 მილიონ ევროს გამოუყოფსფორმულა
  • 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩონეტგაზეთი
მილიონის →ითხოვს →

მსგავსი სტატიები

უცხოელი გიდები აუცილებლად უნდა დავარეგულიროთ - ლაშა პაპაშვილი

უცხოელი გიდები აუცილებლად უნდა დავარეგულიროთ - ლაშა პაპაშვილი

BM.GE

ამსტერდამში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა - რა მოცულობის ღვინოს ვყიდით ნიდერლანდებში?

ამსტერდამში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა - რა მოცულობის ღვინოს ვყიდით ნიდერლანდებში?

BM.GE

საპენსიო ფონდი 13,500 კომპანიას მოუწოდებს დაფარონ დავალიანება, რათა ამნისტიით ისარგებლონ

საპენსიო ფონდი 13,500 კომპანიას მოუწოდებს დაფარონ დავალიანება, რათა ამნისტიით ისარგებლონ

BM.GE

რატომ აშენებენ კომპანიები კორპუსებს რამდენიმე თვეში, სკოლების მშენებლობა კი წლობით ჭიანურდება? - კაკაურიძის პასუხი

რატომ აშენებენ კომპანიები კორპუსებს რამდენიმე თვეში, სკოლების მშენებლობა კი წლობით ჭიანურდება? - კაკაურიძის პასუხი

BM.GE