მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ანაკლიის პორტის პროექტი ხორციელდება წინასწარ გაწერილი გეგმა-გრაფიკის შესაბამისად - მთავრობის ანგარიში
ანაკლიის პორტის პროექტი ხორციელდება წინასწარ გაწერილი გეგმა-გრაფიკის შესაბამისად - მთავრობის ანგარიში

ანაკლიის პორტის პროექტი ხორციელდება წინასწარ გაწერილი გეგმა-გრაფიკის შესაბამისად - მთავრობის ანგარიში

BM.GE2 ივნისი, 2026, 15:56|bm.ge

"პროექტი ხორციელდება წინასწარ გაწერილი გეგმა-გრაფიკის შესაბამისად",- ამის შესახებ ანაკლიის პორტის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულებაზე მოხსენებაშია აღნიშნული.

დოკუმენტში არაფერი წერია პროექტის ინვესტორის შესახებ და აღნიშნულია, რომ ამჟამად, საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და მასშტაბური ფსკერდაღრმავებითი სამუშაოებისთვის საჭირო ქმედებები ოფიციალურად დაწყებულია.

ასევე, აღნიშნულია, რომ 2025 წლის სექტემბრის მდგომარეობით, წარმატებით დასრულდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აკვატორიის ფსკერის დაღრმავებისა და ტალღისმჭრელის მობილიზაციის მოსამზადებელი (სამობილიზაციო) ფაზა.

ცნობისთვის, ორი წელი გავიდა, რაც საქართველოს მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის შესარჩევ საერთაშორისო კონკურსში უპირატეს მონაწილედ ჩინური კონსორციუმი CCCC გამოავლინა. 2026 წლის 25 მაისს კი ირაკლი კობახიძემ BMG-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ მოლაპარაკებები, შესაძლოა, 2026 წლის ბოლომდე გაგრძელდეს.

ცოტა ხნის წინ, ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პირველ ხომალდს 2032 წელს მიიღებს, თუმცა მალევე მთავრობამ დააზუსტა, რომ ადგილი ჰქონდა ხარვეზს და პორტი გემებს 2029 წლიდან უმასპინძლებს. შესაბამისად, თუკი აღნიშნული გრაფიკი სწორია, პორტმა გემები 3 წელში უნდა მიიღოს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 163 სტატია.

  • მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობსიმედი
  • ეს თავდაუზოგავი დიპლომატიური მუშაობის შედეგი და არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებაა - ლევან მაჭავარიანი ნაურუს რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებაზერუსთავი 2
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსფორმულა
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსტვ პირველი
მთავრობის →პორტის →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE