მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ანრი ჯოხაძე, ზვიად ბოლქვაძე და სხვა შემსრულებლები - „შუამთობისთვის“ აჭარის ტურიზმი ₾107 800-ს გამარტივებული წესით დახარჯავს
ანრი ჯოხაძე, ზვიად ბოლქვაძე და სხვა შემსრულებლები - „შუამთობისთვის“ აჭარის ტურიზმი ₾107 800-ს გამარტივებული წესით დახარჯავს

ანრი ჯოხაძე, ზვიად ბოლქვაძე და სხვა შემსრულებლები - „შუამთობისთვის“ აჭარის ტურიზმი ₾107 800-ს გამარტივებული წესით დახარჯავს

BM.GE28 ივლისი, 2026, 01:36|bm.ge

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი სახალხო დღესასწაულ „შუამთობის“ ფარგლებში მუსიკალური მომსახურებების შესყიდვას გამარტივებული წესით, ექსკლუზიური უფლების ფარგლებში განახორციელებს.

შესყიდვის ჯამური ღირებულება 107 800 ლარია და ის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის ქვეპროგრამიდან „რეგიონის ტურისტული პოტენციალის რეკლამირება ქვეყნის შიგნით“ ფინანსდება.

უწყების განმარტებით, ღონისძიების მიზანი მაღალმთიანი აჭარის პოპულარიზაცია, სოფლად ტურიზმისა და შიდა ტურიზმის სტიმულირებაა. მუსიკალური პროგრამის შესყიდვა ორ განსხვავებულ ლოკაციაზე იგეგმება:

ბეშუმი (ხულოს მუნიციპალიტეტი) - 2026 წლის 2 აგვისტო

• ბიუჯეტი: 62 500 ლარი; • მონაწილეები: ანრი ჯოხაძე (ბენდთან ერთად), მუსიკალური ჯგუფი „seenთეზი“ და DJ ბენე (გიორგი ცინცაძე).

მთა ჩირუხი (შუახევის მუნიციპალიტეტი) - 2026 წლის 4 აგვისტო

• ბიუჯეტი: 45 300 ლარი; • მონაწილეები: ზვიად ბოლქვაძე (ბენდთან ერთად), მუსიკალური ჯგუფი „1/4“, ტრიო „გოგლაურა“ და DJ ჩიკი (არჩილ დავითაძე).

ტურიზმის დეპარტამენტის განმარტებით, ღონისძიებას ყველა ასაკისა და გემოვნების ადამიანი ესწრება, რის გამოც საჭირო იყო მუსიკალური პროგრამის მორგება სხვადასხვა სეგმენტზე.

უწყების ცნობით, წარმოდგენილ შემსრულებლებზე ექსკლუზიური უფლებამოსილება დადგინდა ა(ა)იპ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის („IPOA“) მიერ გაცემული ოფიციალური ცნობების საფუძველზე. შესაბამისად, დეპარტამენტში აცხადებენ, რომ შესყიდვის ობიექტის ჩანაცვლება ან ალტერნატიული პირების მიერ ამ მომსახურების გაწევა შეუძლებელი იყო.

მომსახურების ჯამური ღირებულება 107 800 ლარი არტისტების მიერ წარმოდგენილი ინვოისების საფუძველზე განისაზღვრა. აღნიშნული თანხა მოიცავს შემსრულებელთა ყველა ხარჯს: ჰონორარს, კვებას, განთავსებასა და ტრანსპორტირებას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლიონელ მესიმ ესპანეთის მეორე დივიზიონის კლუბ „ელდენსეს“ შეძენაზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია

ლიონელ მესიმ ესპანეთის მეორე დივიზიონის კლუბ „ელდენსეს“ შეძენაზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია

BM.GE

საპენსიო ფონდის დაბალანსებული და დინამიკური პორტფელების შექმნიდან 3 წელი გავიდა - შედეგები

საპენსიო ფონდის დაბალანსებული და დინამიკური პორტფელების შექმნიდან 3 წელი გავიდა - შედეგები

BM.GE

რუსეთის საერთაშორისო რეზერვები ერთ კვირაში $753.5 მილიარდამდე შემცირდა

რუსეთის საერთაშორისო რეზერვები ერთ კვირაში $753.5 მილიარდამდე შემცირდა

BM.GE

ირანული ავიაკომპანიების ოპერირება იზღუდება - რამდენ ტურისტს და შემოსავალს იღებს საქართველო ირანიდან?

ირანული ავიაკომპანიების ოპერირება იზღუდება - რამდენ ტურისტს და შემოსავალს იღებს საქართველო ირანიდან?

BM.GE