მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირანული ავიაკომპანიების ოპერირება იზღუდება - რამდენ ტურისტს და შემოსავალს იღებს საქართველო ირანიდან?
ირანული ავიაკომპანიების ოპერირება იზღუდება - რამდენ ტურისტს და შემოსავალს იღებს საქართველო ირანიდან?

ირანული ავიაკომპანიების ოპერირება იზღუდება - რამდენ ტურისტს და შემოსავალს იღებს საქართველო ირანიდან?

BM.GE11 სექტემბერი, 2026, 02:46|bm.ge

აშშ-ის სანქციების შემდეგ საქართველოში ირანულ ავიაკომპანიებს ოპერირება შეეზღუდებათ, რაც ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, ქვეყანას ირანიდან ტურიზმის შემოსავლები შეუმცირდება.

წელს საქართველომ ირანელი ვიზიტორებისგან 19.9 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2025 წელთან შედარებით 65%-ით შემცირებული მაჩვენებელია. კლების მიზეზი ირანის ომი იყო, რის გამოც საქართველოს ტურიზმის შემოსავლები არამხოლოდ ირანიდან, არამედ ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდანაც შეუმცირდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შარშან ირანიდან ჯამში 124 მლნ დოლარზე მეტი შემოვიდა. აღსანიშნავია, რომ ტურიზმის შემოსავლებში ირანის წილი დიდი არ არის და დაახლოებით 2.6%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ვიზიტორებს, 2026 წლის პირველ ნახევარში ირანელი ტურისტების რიცხვი 49%-ით შემცირდა. კერძოდ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, იანვარ-ივნისში ირანიდან საქართველოში 29 397 ვიზიტი შედგა. ამ მაჩვენებლით ირანი ვიზიტორების რაოდენობით მე-13 ადგილს იკავებს.

8 სექტემბერს აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის ხელისუფლება საავიაციო სექტორს იარაღისა და უკანონო ტვირთების გადასაზიდად იყენებს და ამიტომ სანქციებს უწესებს. OFAC-მა ჯამში 27 ავიაკომპანია დაასანქცირა მათგან 5 საქართველოში დაფრინავს. დღეს, 10 სექტემბერს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვინაიდან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაჟღერებული გაფართოებული სასანქციო ნუსხა მოიცავს ავიაკომპანიებს, რომლებიც დღეის მდგომარეობით ასრულებენ საჰაერო მიმოსვლას საქართველოსა და ირანს შორის, ქართული მხარე როგორც სხვა შემთხვევებში, ახლაც იმოქმედებს საერთაშორისო სანქციების რეჟიმის სრული დაცვით.

ამ ეტაპზე თბილისიდან შემდეგი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს:

• Qeshm Air, • Varesh Airlines, • Sepheran Airlines, • Fly Kish Airlines;

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 68 სტატია.

  • „ნეთანიაჰუ აშშ-ს ახალ ომში ითრევს, რათა ციხეს გადაურჩეს“ - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრიტვ პირველი
  • უილსონი: ოცნების რეჟიმი ტერორისტულ ირანს ხვდება, ეს ტრამპის შეურაცხყოფააფორმულა
  • ჯეი დი ვენსი: არ მინახავს რაიმე დამაჯერებელი მტკიცებულება, რომელიც flydubai-ის ინციდენტს ირანს დაუკავშირებდარუსთავი 2
  • ირანის ნავთობის მინისტრი თანამდებობიდან გადადგაიმედი
ირანის →

მსგავსი სტატიები

2026 წლის NBA-ის ყველაზე შემოსავლიანი კალათბურთელები

2026 წლის NBA-ის ყველაზე შემოსავლიანი კალათბურთელები

BM.GE

„არჩევნები წავაგეთ“ - ალექსანდრ ვუჩიჩმა დამარცხება აღიარა

„არჩევნები წავაგეთ“ - ალექსანდრ ვუჩიჩმა დამარცხება აღიარა

BM.GE

პრესტიჟული დიპლომის ფასი - რა ჯდება სწავლა მსოფლიოს TOP 5 უნივერსიტეტში?

პრესტიჟული დიპლომის ფასი - რა ჯდება სწავლა მსოფლიოს TOP 5 უნივერსიტეტში?

BM.GE

„ევროპას არ უნდა მოვეშვათ“ - ია თაბაგარი ტურიზმის სტრატეგიის ხარვეზებსა და გაუმჭვირვალე ხარჯებზე

„ევროპას არ უნდა მოვეშვათ“ - ია თაბაგარი ტურიზმის სტრატეგიის ხარვეზებსა და გაუმჭვირვალე ხარჯებზე

BM.GE