მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Anthropic ავტორებს $1.5 მილიარდს გადაუხდის - დავა მორიგებით დასრულდა
Anthropic ავტორებს $1.5 მილიარდს გადაუხდის - დავა მორიგებით დასრულდა

Anthropic ავტორებს $1.5 მილიარდს გადაუხდის - დავა მორიგებით დასრულდა

BM.GE21 ივლისი, 2026, 22:35|bm.ge

სან-ფრანცისკოს ფედერალურმა მოსამართლემ არასელი მარტინეს-ოლგინმა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის კომპანია Anthropic-სა და ამერიკელ ავტორთა ჯგუფს შორის დავა მორიგებით დასრულდა. AI ინდუსტრიის გიგანტი მწერლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის, რითაც თავს აარიდებს შემდგომ სამართლებრივ დავებსა და უფრო მძიმე შესაძლო ჯარიმებს. როგორც ირკვევა, ეს აშშ-ის საავტორო უფლებების ისტორიაში ყველაზე მსხვილი მორიგებაა.

შეგახსენებთ, დავა ჩეთბოტ Claude-ის გაწვრთნისთვის ამერიკელი ავტორების წიგნების უკანონო გამოყენებას ეხებოდა. მწერლები აცხადებდნენ, რომ სტარტაპმა მათი შემოქმედება საკუთარი მოდელის განსავითარებლად ისე გამოიყენა, რომ არავითარი კომპენსაცია არ გადაიხადა.

საყურადღებოა, რომ მოსამართლემ არ გაიზიარა იმ ავტორთა პრეტენზიები, რომლებიც კომპანიისგან გადასახდელი თანხის სიმცირეს აპროტესტებდნენ. სტარტაპ Anthropic-ში კი განაცხადეს, რომ მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანია და რომ ისინი მწერლებს კომპენსაციას დროულად გადასცემენ. აღსანიშნი ფაქტია, რომ კომპენსაციის მისაღებად განაცხადი ავტორთა და გამომცემელთა 91%-ზე მეტმა უკვე წარადგინა.

ცნობისთვის, მწერლებმა Amazon-ისა და Alphabet-ის მიერ მხარდაჭერილ კომპანია Anthropic-ს სასამართლოში 2024 წელს უჩივლეს. მართალია, გასულ წელს სასამართლომ დაადგინა, რომ ხელოვნური ინტელექტის მოსამზადებლად წიგნების გამოყენება კანონიერია, მან აღნიშნა, რომ დაცული უნდა იყოს ავტორთა უფლებებიც და მათ შესაბამისი კომპენსაციაც უნდა მიიღონ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი თანამდებობიდან გადააყენა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი თანამდებობიდან გადააყენა

BM.GE

სტარტაპი, რომელიც მამონტის დაბრუნებას ცდილობს, $20-მილიარდად ფასდება

სტარტაპი, რომელიც მამონტის დაბრუნებას ცდილობს, $20-მილიარდად ფასდება

BM.GE

6 თვეში სპილენძის მადნების იმპორტ/ექსპორტი გაიზარდა - სად ვყიდულობთ და ვყიდით?

6 თვეში სპილენძის მადნების იმპორტ/ექსპორტი გაიზარდა - სად ვყიდულობთ და ვყიდით?

BM.GE

ვინ არის დიდი ბრიტანეთის პირველი AI მინისტრი, კანიშკა ნარაიანი?

ვინ არის დიდი ბრიტანეთის პირველი AI მინისტრი, კანიშკა ნარაიანი?

BM.GE