მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Anthropic-ის თანადამფუძნებლებმა IPO-ს დღეს $2 მილიარდის აქციები გაყიდეს
Anthropic-ის თანადამფუძნებლებმა IPO-ს დღეს $2 მილიარდის აქციები გაყიდეს

Anthropic-ის თანადამფუძნებლებმა IPO-ს დღეს $2 მილიარდის აქციები გაყიდეს

BM.GE24 ნოემბერი, 2026, 19:08|bm.ge

ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე ამერიკული კომპანიის, Anthropic-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დარიო ამოდეიმ და კომპანიის პრეზიდენტმა, დანიელა ამოდეიმ Nasdaq-ის ბირჟაზე პირველადი საჯარო შეთავაზების დღეს თითოეულმა $280 მილიონის აქციები გაყიდეს.

აღსანიშნავია, რომ იდენტური მოცულობის წილი კომპანიის შვიდივე თანადამფუძნებელმა გაასხვისა, ტრანზაქციების საერთო ღირებულებამ კი 2 მილიარდ დოლარს მიაღწია. ზოგადად, IPO-ს დღეს აქციების ნაწილის გასხვისება უჩვეულო მოვლენა არ არის და ეს კომპანიის თანადამფუძნებლებს ქონების ნაწილის განაღდების საშუალებას აძლევს, რომელიც მათ აქამდე არ შეეძლოთ.

მცირე ნაწილის გასხვისების მიუხედავად, დარიო და დანიელა ამოდეების ქონება ინდივიდუალურად $20.9 მილიარდს შეადგენს. მულტიმილიარდერია ყველა სხვა თანადამფუძნებელიც.

მილიონერი გახდა კომპანიის 5,300 თანამშრომლის უმრავლესობაც, ხოლო რიგითი თანამშრომლის ქონებამ $40 მილიონს გადააჭარბა. ეს იმას ნიშნავს, რომ Anthropic-ზე მდიდარი თანამშრომლები საშუალოდ არცერთ სხვა კომპანიას ჰყავს.

უნდა ითქვას ისიც, რომ IPO-ს პროსპექტი დამფუძნებლებს დარჩენილი წილების უმეტესი ნაწილის გაყიდვას ერთი წლით უკრძალავს, და ისინი აქციონერთა ხმების დაახლოებით 50%-ს ინარჩუნებენ.

ცნობისთვის, OpenAI-ის ყოფილმა თანამშრომლებმა Anthropic-ი 2021 წელს დააარსეს. კომპანიამ გასულ კვირას რეკორდული საჯარო შეთავაზებით $81.3 მილიარდი მოიზიდა და SpaceX-ის ისტორიული რეკორდი მოხსნა, ხოლო დამატებითი ოფციონისა და კერძო ინვესტიციების შედეგად, მოზიდული კაპიტალის საერთო მოცულობამ $119.5 მილიარდს მიაღწია. Anthropic-ის საბაზრო შეფასება ამჟამად $1.1 ტრილიონს შეადგენს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკი 2026 წლის სოციალური პასუხისმგებლობის შედეგებს აჯამებს - ინიციატივები, რომლებიც Euromoney-მ რეგიონში საუკეთესოდ აღიარა

საქართველოს ბანკი 2026 წლის სოციალური პასუხისმგებლობის შედეგებს აჯამებს - ინიციატივები, რომლებიც Euromoney-მ რეგიონში საუკეთესოდ აღიარა

BM.GE

ინფლაციის შემცირების ტემპი მომავალი წლის შუა პერიოდიდან უნდა დაჩქარდეს - ხუციშვილი

ინფლაციის შემცირების ტემპი მომავალი წლის შუა პერიოდიდან უნდა დაჩქარდეს - ხუციშვილი

BM.GE

"სავალუტო ბაზარზე სიჭარბე შემცირებულია" - როგორ აისახება ეს ლარის კურსზე

"სავალუტო ბაზარზე სიჭარბე შემცირებულია" - როგორ აისახება ეს ლარის კურსზე

BM.GE

ტრამპმა ფაშინიანი ვაშინგტონში მიიწვია

ტრამპმა ფაშინიანი ვაშინგტონში მიიწვია

BM.GE