მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Anthropic-მა AI მოდელ Mythos-ზე წვდომა 15 ქვეყნის 150 ორგანიზაციას მისცა
Anthropic-მა AI მოდელ Mythos-ზე წვდომა 15 ქვეყნის 150 ორგანიზაციას მისცა

Anthropic-მა AI მოდელ Mythos-ზე წვდომა 15 ქვეყნის 150 ორგანიზაციას მისცა

BM.GE4 ივნისი, 2026, 02:50|bm.ge

წამყვანმა ამერიკულმა ტექნოლოგიურმა სტარტაპმა Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის მოდელზე წვდომა მნიშვნელოვნად გააფართოვა.

როგორც ირკვევა, Project Glasswing-ის ფარგლებში, სისტემა Mythos-ს დამატებით 15 ქვეყნის 150 ორგანიზაცია გამოიყენებს. ახალი პარტნიორები ენერგეტიკის, წყალმომარაგების, ჯანდაცვისა და კომუნიკაციების სექტორებში წარმოდგენილი მსხვილი კომპანიები იქნებიან.

აღსანიშნავია, რომ თითოეულმა ორგანიზაციამ მოდელზე წვდომის მისაღებად უსაფრთხოების მკაცრი შემოწმება გაიარა და მოთხოვნები დააკმაყოფილა. როგორც Anthropic-ში განმარტავენ, ეს ნაბიჯი მიზნად კიბერუსაფრთხოების სფეროში ახალი სტანდარტების დამკვიდრებასა და პროგრამული სისტემების სამომავლო ჰაკერული საფრთხეებისაგან დაცვას ისახავს.

როგორც ცნობილია, სტარტაპის მიერ შექმნილი უახლესი AI მოდელი Mythos-ი პროგრამულ უზრუნველყოფაში არსებული ხარვეზების აღმოჩენაში უკონკურენტოა. ის იმდენად ეფექტურად ახერხებს კომპანიებისა თუ უწყებების სისტემებში შეღწევას, რომ სტარტაპს მისი საჯაროდ გამოშვებისაგან დროებით თავის შეკავება მოუწია. Anthropic-ში აღნიშნავენ, რომ Mythos-ის "ცუდ ხელში" მოხვედრის შემთხვევაში საფრთხე შეიძლება ნებისმიერ მსხვილ კომპანიას დამუქრებოდა. თუმცა Project Glasswing-ის დახმარებით ბაზრის ყველა მნიშვნელოვანი მოახერხებს Mythos-ის გამოყენებას არსებული ხარვეზების აღმოსაჩენად და ამოსავსებად. შესაბამისად, ჰაკერები მათი გამოყენებით სისტემებში შეღწევას ვეღარ შეძლებენ.

როგორც ირკვევა, Anthropic-ის პარტნიორ კომპანიებში Mythos-მა უსაფრთხოების 10,000-ზე მეტი კრიტიკული დეფექტი უკვე გამოავლინა. საყურადღებო ფაქტია, რომ იგივე ხელსაწყო საკუთარი სისტემის შესამოწმებლად პენტაგონმაც კი გამოიყენა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ინოვაცია განათლების ბაზარზე: როგორ ცვლის „ორიენტირი“ ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების სტანდარტს

ინოვაცია განათლების ბაზარზე: როგორ ცვლის „ორიენტირი“ ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების სტანდარტს

BM.GE

FAO ხელოვნური ინტელექტის დახმარებით საქართველოში ადგილობრივი მსხვილფეხა პირუტყვის ჯიშებს შეისწავლის

FAO ხელოვნური ინტელექტის დახმარებით საქართველოში ადგილობრივი მსხვილფეხა პირუტყვის ჯიშებს შეისწავლის

BM.GE

სომხეთში წარუკიანის NOY-ის კონიაკის ქარხანა სახელმწიფოს მართვაში გადავიდა

სომხეთში წარუკიანის NOY-ის კონიაკის ქარხანა სახელმწიფოს მართვაში გადავიდა

BM.GE

"კითხვა გვაქვს, რა მეთოდოლოგიით დადგინდა ტექნიკის ფასების საბაზრო ღირებულება" - რა შენიშვნები აქვთ მშენებლებს?

"კითხვა გვაქვს, რა მეთოდოლოგიით დადგინდა ტექნიკის ფასების საბაზრო ღირებულება" - რა შენიშვნები აქვთ მშენებლებს?

BM.GE