მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Anthropic-მა კაცობრიობისთვის შესაძლო კატასტროფულ საფრთხეებზე განცხადება გამოაქვეყნა
Anthropic-მა კაცობრიობისთვის შესაძლო კატასტროფულ საფრთხეებზე განცხადება გამოაქვეყნა

Anthropic-მა კაცობრიობისთვის შესაძლო კატასტროფულ საფრთხეებზე განცხადება გამოაქვეყნა

BM.GE28 ოქტომბერი, 2026, 04:00|bm.ge

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Anthropic-მა, აშშ-ის საფონდო ბირჟაზე გასვლის წინ წარდგენილ ოფიციალურ დოკუმენტებში დაწერა, რომ მათ მოწინავე ხელოვნური ინტელექტის მოდელს კაცობრიობის წინაშე ეგზისტენციალური რისკების შექმნა შეუძლია.

როგორც ირკვევა, კომპანიის ხელმძღვანელობა, მკვლევრები და მარეგულირებლები შიშობენ, რომ სათანადო დამცავი მექანიზმების გარეშე სისტემების იარაღად გამოყენებამ, გავრცელებამ ან ზედმეტად დამოუკიდებლად მუშაობამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი გამოიწვიოს.

სტარტაპის მიერ გამოქვეყნებული 90-გვერდიანი ანგარიში იმ საფრთხეებს ასახავს, რომელთა შორის ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის შექმნის გამარტივება, დამოუკიდებელი კიბერშეტევები და სისტემებზე ადამიანის კონტროლის დაკარგვა სახელდება. ამას გარდა, დოკუმენტში საუბარია მოწყვლადი მომხმარებლების, მათ შორის ბავშვებისა და თვითდაზიანების რისკის ქვეშ მყოფი პირების უსაფრთხოებაზე.

კომპანიის თანამშრომლები და ექსპერტები ღიად აფრთხილებენ საზოგადოებას, რომ ტექნოლოგიური პროგრესი უსაფრთხოების მექანიზმების განვითარებას საგრძნობლად უსწრებს.

ცნობისთვის, Anthropic-ი ხუთი წლის წინ დარიო ამოდეიმ და დანიელა ამოდეიმ დააფუძნეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

HSBC-მ $1 მილიარდის აქციების გამოსყიდვა და მოგების ზრდა დააანონსა

HSBC-მ $1 მილიარდის აქციების გამოსყიდვა და მოგების ზრდა დააანონსა

BM.GE

რატომ გაწყვიტეს ჩინურმა ბრენდებმა კილიან მბაპესთან კონტრაქტები?

რატომ გაწყვიტეს ჩინურმა ბრენდებმა კილიან მბაპესთან კონტრაქტები?

BM.GE

Apple-ი iPhone Duo-ს მფლობელებს დაზიანებული ეკრანების შეცვლას ჰპირდება

Apple-ი iPhone Duo-ს მფლობელებს დაზიანებული ეკრანების შეცვლას ჰპირდება

BM.GE

Cathedral-ის აგენტებმა Anthropic-ის სისტემებში 12 საათში შეაღწიეს

Cathedral-ის აგენტებმა Anthropic-ის სისტემებში 12 საათში შეაღწიეს

BM.GE